1. საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.
2. საგადასახადო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.
3. პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე გაგზავნოს იგი დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.
5. საგადასახადო დეკლარაციის ფორმებს, მისი შევსებისა და ელექტრონული დეკლარირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4906
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.05.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 67. საგადასახადო დეკლარაცია 1. საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ. 2. საგადასახადო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება. 3. პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე გაგზავნოს იგი დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება. 5. საგადასახადო დეკლარაციის ფორმებს, მისი შევსებისა და ელექტრონული დეკლარირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-778(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
…ლარი, ჯამში 39 187,71 ლარი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორმა შპს „...“-მა აღნიშნა, რომ დეკლარაციაში კოეფიციენტად მითითებული იყო 0,595, რაც საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია. საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე გაგზავნოს იგი დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით.
- საქმე №ბს-355(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2021
კასატორები მიუთითებენ საგადასახადო კოდექსის 67-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 269-ე მუხლებზე და აღნიშნავენ, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „...ის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება და შედგა 2016 წლის 10 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი.
- საქმე №ბს-615-615(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
ასევე, სადავო პერიოდში მოქმედი ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც გადასახადის თანხა ნულის ტოლია და გადასახადის შემცირებისთვის ექვემდებარება დაჯარიმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
- საქმე №ბს-915-911(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2018
მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის…
- საქმე №ას-689-659-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2015
- საქმე №330310015730873 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.03.2018
- საქმე №330310017002023661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №020100116001352256 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №330310016001437071 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №330310016001634205 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.12.2018
- საქმე №330310018002319376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება