1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია:
ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემების საფუძველზე, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) უცხოური საწარმოსთვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსთვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები არ განახორციელოს. გარდა ამისა, იგი უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია საბანკო დაწესებულებას წარუდგინა);
გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მის მიერ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისათვის ანგარიშის პირველად გახსნის ან მათთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადებისა;
გ1
) ფიზიკური პირის მეწარმე ფიზიკურ პირად არსებობის ფაქტის დადგენიდან 3 დღის ვადაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს ასეთი პირის მოქმედი ანგარიშებიდან პირველის გახსნის ან მისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის თარიღი. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადისა;
დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები (საბანკო დაწესებულების მომსახურების საზღაურის გარდა, თუ ეს ოპერაციები არ უკავშირდება საბანკო დაწესებულების სისტემის გარეთ საანგარიშსწორებო ოპერაციებს) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე;
ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშების გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა გაავრცელოს მათ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში, რაც არ ზღუდავს საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლების ზემოთ არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლებას, ხოლო საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში ფულადი სახსრების სრული მოცულობით არარსებობის შემთხვევაში გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს მათ ყველა საბანკო ანგარიშზე;
ვ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალების შესასრულებლად აღრიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე ამ პირის ინფორმირება, გარდა მისი ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევისა;
თ) „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოსთვის ჩაბარებით, მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში იგი ავტომატურად მიიჩნევა დამოწმებულად. შესაბამისად, საბანკო დაწესებულებას უფლება აქვს, ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები განახორციელოს. ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად მიიჩნევა საგადასახადო ორგანოს მიერ კორესპონდენციის მიღება.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 28
ოქტომბრის კანონი
№4458
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2626
- 28.10.2015 კანონი №4458
- 15.05.2012 კანონი №6211
- 20.12.2011 კანონი №5556
- 08.11.2011 კანონი №5202
- 24.06.2011 კანონი №4963
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 71. საბანკო დაწესებულების ვალდებულებები 1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია: ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემების საფუძველზე, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) უცხოური საწარმოსათვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსათვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, იგი უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია ბანკს წარუდგინა); „ [ ბ) უცხოური საწარმოსთვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსთვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები არ განახორციელოს. გარდა ამისა, იგი უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია საბანკო დაწესებულებას წარუდგინა);“;წარუდგინა); (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მის მიერ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისათვის ანგარიშის პირველად გახსნის ან მათთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადებისა; გ1 ) ფიზიკური პირის მეწარმე ფიზიკურ პირად არსებობის ფაქტის დადგენიდან 3 დღის ვადაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს ასეთი პირის მოქმედი ანგარიშებიდან პირველის გახსნის ან მისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის თარიღი. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადისა; დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები (ბანკის მომსახურების საზღაურის გარდა, თუ ეს ოპერაციები არ უკავშირდება ბანკის სისტემის გარეთ საანგარიშსწორებო ოპერაციებს) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე; „ [ დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები (საბანკო დაწესებულების მომსახურების საზღაურის გარდა, თუ ეს ოპერაციები არ უკავშირდება საბანკო დაწესებულების სისტემის გარეთ საანგარიშსწორებო ოპერაციებს) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე;“;გარეშე; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშების გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა გაავრცელოს მათ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში, რაც არ ზღუდავს საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლების ზემოთ არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლებას, ხოლო საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში ფულადი სახსრების სრული მოცულობით არარსებობის შემთხვევაში გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს მათ ყველა საბანკო ანგარიშზე; ვ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალების შესასრულებლად აღრიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე ამ პირის ინფორმირება, გარდა მისი ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევისა; თ) „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოში ჩაბარებით, მაშინ მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში შეტყობინება ავტომატურად ითვლება დამოწმებულად, შესაბამისად, ბანკს უფლება აქვს, განახორციელოს ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები. ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად ითვლება საგადასახადო ორგანოში კორესპონდენციის მიღება. [ 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოსთვის ჩაბარებით, მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში იგი ავტომატურად მიიჩნევა დამოწმებულად. შესაბამისად, საბანკო დაწესებულებას უფლება აქვს, ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები განახორციელოს. ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად მიიჩნევა საგადასახადო ორგანოს მიერ კორესპონდენციის მიღება. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-567(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
ი-ის მიერ ამავე ბანკში 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ) შესწავლის დავალებას, მიუთითებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავენ, რომ საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია ამომწურავი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ყველა საბანკო დაწესებულებაში გახსნილი ანგარიშების შესახებ.
- საქმე №ბს-600-578(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
…საფუძვლად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 და 286-ე მუხლის პირველ ნაწილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანების 69-ე, 71-ე და 72-ე მუხლებს. მოპასუხის შესაგებელი: ფაქტობრივი: მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
- საქმე №ბს-44-43(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2014
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის გამომვლენი საგადასახადო ორგანოთა უფლებამოსილი პირების ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 994-ე ბრძანების 70-ე, 71-ე მუხლების მოთხოვნებს, რომლებიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესებს.
- საქმე №ას-833-781-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2012
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დღგ-ის სხვა გადამხდელებს ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩაეთვლებათ დღგ-ის მომავალი პერიოდების გადასახდელებში ან 6 თვის შემდეგ უბრუნდებათ ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით. ამრიგად, თანხის ჩათვლის შემთხვევაში, მოსარჩელეს ჩასათვლელი თანხა ჩაეთვლებოდა დღგ-ს მომავალი პერიოდის გადასახდელებში ან დაუბრუნდებოდა 6 თვის შემდეგ.
- საქმე №ბს-1042-1013(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.01.2011
კასატორი თვლიდა, რომ აღნიშნული საგადასახადო კოდექსის ზემოთ მითითებულ ნორმებთან ერთად ეწინააღმდეგებოდა საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის მოთხოვნებს. კასატორები მიიჩნევდნენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და მისი სწორი სამართლებრივი შეფასება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება