1. რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
2. საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
3. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით, არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილში აღნიშნული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
6. არარეზიდენტი ფიზიკური პირის, რომელიც ქონების იჯარისთვის/გაქირავებისთვის ანაზღაურებას იღებს პირისგან, რომელიც არ არის ამ კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტი, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებს შორის.
7. ფიზიკური პირის, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.
71. ფიზიკური პირის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.
8. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხისა).
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4364
- 13.12.2023 კანონი №3902
- 13.12.2023 კანონი №3903
- 09.02.2023 კანონი №2590
- 22.12.2021 კანონი №1191
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 80. დაბეგვრის ობიექტი 1. რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. 2. საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. 3. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით, არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება: ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილში აღნიშნული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი; გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი. 6. არარეზიდენტი ფიზიკური პირის, რომელიც ქონების იჯარისთვის/გაქირავებისთვის ანაზღაურებას იღებს პირისგან, რომელიც არ არის ამ კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტი, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებს შორის. 7. ფიზიკური პირის, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. [71. 7 1 . ფიზიკური პირის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან)] 8. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა. [ 8. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხისა). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
- საქმე №ას-960-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2025
ხელფასი (ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი) არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100, 101-ე მუხლები); იბეგრება 20 პროცენტით ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81.1 მუხლი). 16. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის…
- საქმე №ბს-795(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
ვინაიდან კაზინოს მენეჯერის მიერ თანამშრომლებისათვის გაცემული თანხა არის თანამშრომლის შემოსავალი, კოდექსის 80.1 მუხლის თანახმად ის ექვემდებარება საშემოსავლი გადასახადით დაბეგვრას. ის გარემოება, რომ მესამე პირების ანაზღაურების მიმღები სხვა პირებისაგან განსხვავებით,…
- საქმე №ას-1128-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2022
…იმ საფუძვლით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით წყაროსთან დაბეგვრის შესახებ საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ მოიცავს კომპენსაციის სახით გაცემულ თანხას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი,…
- საქმე №ბს-1046(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2022
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი,…
- საქმე №ბს-351(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100, 131-ე, 136-ე და 154-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო არ ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, შესაბამისად, პირგასამტეხლოს თანხა ირიცხებოდა რეზიდენტი პირის ერთობლივ შემოსავალში და ექვემდებარებოდა დაბეგვრას.
- საქმე №ბს-833(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
- საქმე №ას-1140-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2019
- საქმე №ბს-1246(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ბს-1072(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
- საქმე №ას-1454-1374-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2018
- საქმე №ას-839-805-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2017
- საქმე №ას-147-143-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
- საქმე №ას-173-168-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2016
- საქმე №ას-762-730-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2014
- საქმე №ას-1398-1319-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2012
- საქმე №ას-1034-969-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2012
- საქმე №ას-946-889-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2012
- საქმე №ბს-1025-998(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
- საქმე №010202517700045690 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №330310018002627237 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310016001403171 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310017001792762 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310017001765613 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310017001991948 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310016001642689 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №330310017001671344 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2018
- საქმე №330310018002627237 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №140310018002257761 · გორის რაიონული სასამართლო · 28.03.2018
- საქმე №ბს-97-97(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2012
- საქმე №ბს-1110-1079(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2011
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება