გადაწყვეტილება №22904/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22904/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22904/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 და 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ხათუნა ჩარკვიანის 18.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22904/2/2024).

 

დავის საგანი:

საფოსტო გზავნილით შემოტანილ (პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ) საქონელზე იმპორტის გადასახდელის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7445 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

დღგ - 246.41 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

10.03.2021 წელს საფოსტო გზავნილების გადამზიდის – შპს „----------“ მიერ მომჩივნის სახელზე №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე (1 ცალი მუსიკალური ინსტრუმენტი, სეს ესნ-ის კოდით 9201, საბაჟო ღირებულებით 1 368.95 ლარი), საფოსტო გზავნილების დეკლარაციის (----------) საფუძველზე, დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“.

დეკლარირებულ საქონელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) 246.41 ლარის ოდენობით. ამასთან, დეკლარირებული საქონლის გატანისას საბაჟო დეკლარაცია და მასში ასახული მონაცემები დამოწმებულ იქნა დეკლარანტის ხელმოწერით.

მომჩივანმა გზავნილის გახსნისა და დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფლეიტა არ იყო კარგი ხარისხის, იყო სხვა მარკის, ყუთი ჰქონდა დაშლილი, რის გამოც, იძულებული გახდა, ფლეიტა დაებრუნებინა გამყიდველისათვის, რომელმაც სანაცვლოდ გამოგზავნა ახალი ინსტრუმენტი, რომლის საბაჟო გადასახდელი 253.54 ლარი სრულად გადაიხადა.

№---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების მოთხოვნით, მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 4.04.2024 წლის №7445 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) სადავო საქონლის გაფორმებისას მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე და მიიჩნია, რომ არ არსებობს №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ არის მუსიკოსი. ამჟამად ორკესტრის მსახიობად მუშაობს ----------. 2021 წელს ---------- კერძო პიროვნებისაგან შეიძინა მუსიკალური ინსტრუმენტი (ფლეიტა), რომლის გახსნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფლეიტა არ იყო კარგი ხარისხის, იყო სხვა მარკის, ასევე ყუთი ჰქონდა დაშლილი, რის გამოც მომჩივანმა ფლეიტა დაუბრუნა გამყიდველს, რომელმაც სანაცვლოდ გამოუგზავნა ახალი ინსტრუმენტი, რომლის საბაჟო გადასახდელი 253.54 ლარი სრულად გადაიხადა.

ამჟამად ერიცხება პირველი ინსტრუმენტის საბაჟო გადასახადი, თავად ინსტრუმენტი კი უკან დაუბრუნა გამყიდველს, რის დამადასტურებლად წარმოდგენილი აქვს გამყიდველთან უკან დაბრუნების დამადასტურებელი საფოსტო გზავნილის ბილი.

მომჩივანს მიაჩნია, რომ ვინაიდან საკუთრებაში აქვს მხოლოდ ერთი ფლეიტა, №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ - 246.41 ლარი) გადახდა არ ეკუთვნის, რადგან მუსიკალური ინსტრუმენტი დაუბრუნა ---------- გამყიდველს და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ის გაუქმებას.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეწევა ინსტრუმენტებით ვაჭრობას და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს მხოლოდ 470 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) სადავო საქონლის გაფორმებისას მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება. ამ შემთხვევაში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი და მისი რეექსპორტის განხორციელების შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი.

საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

მომჩივანი განმარტავს, რომ 2021 წელს ---------- კერძო პიროვნებისაგან შეიძინა მუსიკალური ინსტრუმენტი (ფლეიტა), რომლის საქართველოში შემოტანის/იმპორტირების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ინსტრუმენტი იყო დაბალი ხარისხის, ასევე სხვა მარკის და ყუთი იყო დაშლილ მდგომარეობაში, რის გამოც ფლეიტა დაუბრუნა გამყიდველს, რასაც ადასტურებს უკან დაბრუნების დამადასტურებელი საფოსტო გზავნილის ქვითრით (ბილით). გამყიდველმა სანაცვლოდ გამოუგზავნა ახალი ინსტრუმენტი (ფლეიტა), რომლის იმპორტის გადასახდელი 253.54 ლარი მომჩივანმა სრულად გადაიხადა.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკუთრებაში აქვს (14.04.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული) მხოლოდ ერთი ფლეიტა, შესაბამისად, №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ - 246.41 ლარი) გადახდა არ ეკუთვნის და ითხოვს №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ის გაუქმებას.

სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №---------- წერილით ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დეკლარირებული მუსიკალური ინსტრუმენტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა რეექსპორტის გამოყენებით არ განხორციელებულა, ხოლო 14.04.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულია მუსიკალური ინსტრუმენტის ნაწილი - ფლეიტა, სხვა სასაქონლო კოდით - 9209 და საბაჟო ღირებულებით - 1 408.53 ლარი.

საქმეში წარმოდგენილია მომჩივნის მიერ ამანათის გაგზავნის დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებულია მიმღები/ადრესატი: ----------, ასევე მიმღების ---------- მისამართი, ამანათის წონა 1,359 კგ.; გაგზავნის თარიღი 15.03.2021 წელი და გაგზავნის ღირებულება (114 ლარი). ასევე წარმოდგენილია 10.03.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომელშიც საქონლის წონა მითითებულია 1,400 კგ.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ წარმოდგენილ საჩივარზე დართულ №---------- საფოსტო გზავნილის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტში ასახული მიმღების/ადრესატის დასახელება (----------) ემთხვევა №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი და №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (10.03.2021წ.) გაფორმებული საქონლის გამომგზავნის დასახელებას.

ამდენად, ვინაიდან საფოსტო გზავნილის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტში ასახული მიმღების/ადრესატის დასახელება (----------) ემთხვევა №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი და №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (10.03.2021წ.) გაფორმებული საქონლის გამომგზავნის დასახელებას, საბჭო მიიჩნევს, რომ დგინდება №---------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის გამომგზავნისთვის დაბრუნების და მის სანაცვლოდ 14.04.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული მუსიკალური ინსტრუმენტის მიღების ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) სადავო საქონლის გაფორმებისას მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით და №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს, ჩამოერთვას საქართველოს საქონლის სტატუსი, ხსენებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნას ცნობილი და გაუქმდეს მის საფუძველზე დარიცხული დღგ.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7445 ბრძანება;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს:

ა) №20010/976629 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთვას საქართველოს საქონლის სტატუსი, ხსენებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნას ცნობილი და გაუქმდეს მის საფუძველზე დარიცხული დღგ (246.41 ლარი);

ბ) ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საფოსტო გზავნილით შემოტანილ (პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ) საქონელზე იმპორტის გადასახდელის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის 24.04.2024 წლის წერილით ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დეკლარირებული მუსიკალური ინსტრუმენტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა რეექსპორტის გამოყენებით არ განხორციელებულა, ხოლო 14.04.2021 წლის საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულია მუსიკალური ინსტრუმენტის ნაწილი - ფლეიტა, სხვა სასაქონლო კოდით - 9209 და საბაჟო ღირებულებით - 1 408.53 ლარი. საქმეში წარმოდგენილია მომჩივნის მიერ ამანათის გაგზავნის დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებულია მიმღები/ადრესატი, ასევე მიმღების მისამართი, ამანათის წონა 1,359 კგ.; გაგზავნის თარიღი 15.03.2021 წელი და გაგზავნის ღირებულება (114 ლარი). ასევე წარმოდგენილია 10.03.2021 წლის საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომელშიც საქონლის წონა მითითებულია 1,400 კგ. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ წარმოდგენილ საჩივარზე დართულ საფოსტო გზავნილის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტში ასახული მიმღების/ადრესატის დასახელება ემთხვევა საფოსტო გზავნილით შემოტანილი და საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (10.03.2021წ.) გაფორმებული საქონლის გამომგზავნის დასახელებას. ამდენად, ვინაიდან საფოსტო გზავნილის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტში ასახული მიმღების/ადრესატის დასახელება ემთხვევა საფოსტო გზავნილით შემოტანილი და საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (10.03.2021წ.) გაფორმებული საქონლის გამომგზავნის დასახელებას, საბჭო მიიჩნევს, რომ დგინდება საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის გამომგზავნისთვის დაბრუნების და მის სანაცვლოდ 14.04.2021 წლის საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული მუსიკალური ინსტრუმენტის მიღების ფაქტი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, საბაჟო დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) სადავო საქონლის გაფორმებისას მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით და საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს, ჩამოერთვას საქართველოს საქონლის სტატუსი, ხსენებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნას ცნობილი და გაუქმდეს მის საფუძველზე დარიცხული დღგ.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 60(4).