ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №45
2005 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციათა შესაბამისად სახელმწიფო ხაზინაში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმის დანერგვის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 291 მუხლის საფუძველზე:
1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს (ი. მანაგაძე) აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების განხორციელების დროითი გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე;
ბ) სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ საგადასახადო დავალებათა საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ოპერაციები ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან;
გ) საგადასახადო დავალების ბანკში მიღებისა და გატარების თარიღები მითითებულ იქნეს საგადასახადო დავალების ელექტრონულ ფორმატზე;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკი 18.00 საათამდე სახელმწიფო ხაზინას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ამონაწერს და საგადასახადო საბუთებს გადასცემს ელექტრონული სახით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი):
ა) 2005 წლის 15 მარტამდე დაამტკიცოს ბიუჯეტის შემოსულობების 9-ნიშნიანი სახაზინო კოდები იმის გათვალისწინებით, რომ:
ა.ა) სახაზინო კოდის პირველი ციფრი განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის ამკრეფს;
ა.ბ) სახაზინო კოდის მე-2 – მე-5 ციფრები განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, რეგიონალურ საბაჟო ორგანოს ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს;
ა.გ) მე-6 – მე-9 ციფრები განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის სახეს „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანების შესაბამისად;
ბ) 2005 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელებისა და დაწესებულებების (რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზებას) ინფორმირება ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესახებ, რომლებიც გადახდის დროს აუცილებლად მითითებული უნდა იქნეს საგადახდო დავალებაზე ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდის ველში;
გ) 2005 წლის 4 აპრილისათვის უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილი ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშების დახურვა.
5. 2005 წლის 4 აპრილიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილება „სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ”.
6. დადგენილების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 4 აპრილიდან.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქცია
კარი I
სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
გ) ფინანსური ოპერაცია – შემოსავლის, გრანტის ან დეფიციტის დასაფინანსებლად სახსრების მიღება, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინის საბანკო ანგარიშიდან/ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივი მიღების საფუძველზე;
დ) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები.
თავი II
ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა
მუხლი 2.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.
მუხლი 3.
სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.
თავი III
ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა
მუხლი 4.
გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 5.
სახელმწიფო ხაზინა:
ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები და საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშები) მიხედვით;
ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;
გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.
მუხლი 6.
საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.
მუხლი 7.
1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხული ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.
2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.
3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს საგადასახადო დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 8.
საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს შემოსულობათა ერთიანი ანგარიშიდან.
თავი IV
აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი
მუხლი 9.
1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.
2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.
3. რეგისტრი წარმოადგენს აღრიცხვის საფუძველს.
4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.
5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრთა სისტემა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
კარი II
ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება
თავი V
ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი
მუხლი 10.
1. ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:
ა) ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნებას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის დაბრუნებას ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების გადახდის ანგარიშში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11.
1. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის ან რეგონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლებში გადატანა წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.
4. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადების (არასაგადასახადო შემოსავლების) გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ, რომელსაც წარუდგენს ყოველთვიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საგადასახადო შემოსავლის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.
თავი VI
ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის თანხის დაბრუნების პროცედურები
მუხლი 12.
1. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება ხუთ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მეხუთე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე საგადასახადო ინსპექციისათვის ან რეგიონალური საბაჟოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით.
5. საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის გადამხდელისათვის დაბრუნების თაობაზე რეგიონალური საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, გადამხდელის საბანკო რეკვიზიტების მითითებით, შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მიზნით სახაზინო სამსახური უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, რომელიც დასტურს ინფორმაციის მიღების თაობაზე სახელმწიფო ხაზინას აცნობებს სამ სამუშაო დღეში.
6. სახელმწიფო ხაზინის მიერ საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
7. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ განხორციელდა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა.
თავი VII
საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან
მუხლი 13.
1. საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

4. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.
5. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა ხორციელდება იმ პროცენტული განაწილების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ”.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ შესაბამის საგადასახდო ინსპექციას ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.
7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის საგადასახადო შემოსავლის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
თავი VIII
არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლის გადახდის ანგარიშში გადატანა
მუხლი 14.
1. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების გადახდის ანგარიშში გადატანა ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშიდან ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, არასაგადასახადო შემოსავლებისა და სხვა შემოსულობის სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (ხელმოწერით და ბეჭდით) არასაგადასახადო შემოსავლის ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი არასაგადასახადო შემოსავალი.
4. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ან სხვა შემოსულობის სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის არასაგადასახადო შემოსავლის გადატანაც წარმოებს სხვა არასაგადასახადო შემოსავლის გადახდის ანგარიშში, სახელმწიფო ხაზინა თანხის დაბრუნების ან გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
მუხლი 15.
ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების განკარგვა, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას, ხორციელდება დეპოზიტური თანხების მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
თავი IX
გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსებისას, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანისას ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება
მუხლი 16.
კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით, საგადასახადო შემოსავლის ამკრეფის ან ადმინისტრაციული ერთეულის არასწორი სიმბოლოებით ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია განახორციელოს შეცდომის გასწორება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში.
მუხლი 17.
საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე თანხების განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო და ვალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მიმართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელის და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული საგადასახადო შემოსავლის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
მუხლი 18.
გასულ წლებში ბიუჯეტში მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხების გადამხდელისათვის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება საგადასახადო შემოსავლის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (არასაგადასახადო შემოსავლის შემთხვევაში), ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
მუხლი 19.
ინსტრუქციის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხების გადამხდელისათვის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინა აცნობებს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.
+

ა.ბ) სახაზინო კოდის მე-2, მე-5 ციფრები განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს;
ა.ბ) სახაზინო კოდის მე-2 – მე-5 ციფრები განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, რეგიონალურ საბაჟო ორგანოს ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს;
ა.გ) მე-6 – მე-9 ციფრები განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის სახეს „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანების შესაბამისად;
ბ) 2005 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელებისა და დაწესებულებების (რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზებას) ინფორმირება ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესახებ, რომლებიც გადახდის დროს აუცილებლად მითითებული უნდა იქნეს საგადახდო დავალებაზე ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდის ველში;
გ) 2005 წლის 4 აპრილისათვის უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილი ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშების დახურვა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294
5. 2005 წლის 4 აპრილიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილება „სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ”.
6. დადგენილების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 4 აპრილიდან.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №192-სსმIII,№128,02.11.2005წ.,მუხ.1426
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის დადგენილება №34-სსმIII,№24,22.02.2007წ., მუხ.287
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №40-სსმIII,№31,07.03.2007წ., მუხ.363
4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის დადგენილება №70-სსმIII,№56,23.04.2007წ., მუხ.603
5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №167-სსმIII,№118,21.08.2007წ., მუხ.1289
6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №207-სსმIII,№134,26.09.2007წ., მუხ.1456
7. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №224-სსმIII,№142,12.10.2007წ., მუხ.1572
8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №287-სსმIII,№182,24.12.2007წ., მუხ.2027
9.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413 10.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№97,09.07.2008წ., მუხ.1074
11. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №260-სსმIII,№186,30.12.2008წ., მუხ.1937
12. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294
ინსტრუქცია
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქცია
კარი I
სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება
სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.🔗
მუხლი 1.
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
გ) ფინანსური ოპერაცია – გადასახადის ან სხვა შემოსულობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;
დ) სხვა შემოსულობები – შემოსულობები სოციალური შენატანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინანსური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;
ე) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმარ-თველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413
ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
გ) ფინანსური ოპერაცია – შემოსავლის, გრანტის ან დეფიციტის დასაფინანსებლად სახსრების მიღება, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინის საბანკო ანგარიშიდან/ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივი მიღების საფუძველზე;
დ) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები.
თავი II
ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა
მუხლი 2.🔗
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.
მუხლი 3.🔗
სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.
მუხლი 2.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.
მუხლი 3.
სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.
თავი III
ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა
მუხლი 4.🔗
გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 5.🔗
მუხლი 4.
გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 5.
სახელმწიფო ხაზინა:
ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;
ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;
გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413
მუხლი 6.🔗
საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.
მუხლი 7.🔗
1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.
2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.
3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს შემოსავლების სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 8.🔗
საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ელქტრონული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.
ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები და საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშები) მიხედვით;
ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;
გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.
მუხლი 6.
საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.
მუხლი 7.
1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხული ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.
2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.
3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს საგადასახადო დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 8.
საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს შემოსულობათა ერთიანი ანგარიშიდან.
თავი IV
აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი
მუხლი 9.🔗
1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.
2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.
3. რეგისტრი არის აღრიცხვის საფუძველი.
მუხლი 9.
1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.
2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.
3. რეგისტრი წარმოადგენს აღრიცხვის საფუძველს.
4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.
5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებსა და რეგისტრთა სისტემას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრთა სისტემა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
კარი II
ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება
თავი V
ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი
მუხლი 10.🔗
ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:
ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11.🔗
1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდ-გენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.
4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, რომ სახაზინო სამსახურის უფროსს დართოს ნება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადებისა და სხვა შემოსულობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294
მუხლი 10.
1. ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:
ა) ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნებას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის დაბრუნებას ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების გადახდის ანგარიშში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11.
1. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის ან რეგონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლებში გადატანა წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.
4. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადების (არასაგადასახადო შემოსავლების) გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ, რომელსაც წარუდგენს ყოველთვიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საგადასახადო შემოსავლის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.
თავი VI
გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურები
მუხლი 12.🔗
1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის თანხის დაბრუნების პროცედურები
მუხლი 12.
1. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება ხუთ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მეხუთე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე ტერიტორიული ორგანოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;
გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.
მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენ-ტაცია.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294
მუხლი 13.🔗
1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.
2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;
ბ) ტერიტორიული ორგანო ადასტურებს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას“ ან ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დარიცხულ დღგ-ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:
ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:
ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) (ამოღებულია);
გ) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ერთი თვის ვადაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით და 252-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სამი თვის ვადაში (ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში) თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას – 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.
დ.ა) (ამოღებულია);
დ.ბ) თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას – 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხისა.
6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.
7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი) უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუ იგი იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავალს და იბეგრება გადახდის წყაროსთან.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
9. ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ვალდებულია ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შესახებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ უკან დაბრუნება უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.
11. (ამოღებულია).
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.
13. (ამოღებულია).
14. ტერიტორიულ ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№97,09.07.2008წ., მუხ.1074
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294
ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე საგადასახადო ინსპექციისათვის ან რეგიონალური საბაჟოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით.
5. საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის გადამხდელისათვის დაბრუნების თაობაზე რეგიონალური საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, გადამხდელის საბანკო რეკვიზიტების მითითებით, შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მიზნით სახაზინო სამსახური უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, რომელიც დასტურს ინფორმაციის მიღების თაობაზე სახელმწიფო ხაზინას აცნობებს სამ სამუშაო დღეში.
6. სახელმწიფო ხაზინის მიერ საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
7. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ განხორციელდა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა.
თავი VII
გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან
მუხლი 14.🔗
1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.
4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.
5. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განაწილების მიხედვით.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.
7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების სახეში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294
საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან
მუხლი 13.
1. საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება ხუთ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მეხუთე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
4. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.
5. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა ხორციელდება იმ პროცენტული განაწილების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ”.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ შესაბამის საგადასახდო ინსპექციას ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.
7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის საგადასახადო შემოსავლის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
თავი VIII
სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა
მუხლი 15.🔗
1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლის გადახდის ანგარიშში გადატანა
მუხლი 14.
1. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების გადახდის ანგარიშში გადატანა ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშიდან ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, არასაგადასახადო შემოსავლებისა და სხვა შემოსულობის სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (ხელმოწერით და ბეჭდით) არასაგადასახადო შემოსავლის ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი არასაგადასახადო შემოსავალი.
4. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
„მუხლი 16.
1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
2.სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტური თანხები განთავსდება მხარჯავი დაწესებულებებისათვის არსებულ სადეპოზიტო კოდებზე, რის შემდეგაც საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე თანხა აისახება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის განკუთვნილ სადეპოზიტო ქვეკოდზე. საგადახდო დავალებაში არასრულყოფილი მონაცემების არსებობის შემთხვევაში თანხა აისახება განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე, რომლის იდენტიფიცირება მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №260-სსმIII,№186,30.12.2008წ., მუხ.1937
მუხლი 161.🔗
1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორციელდება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდის არასწორად მითითების შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა მოხდება განუსაზღვრელი თანხის ქვეკოდზე, მხარჯავი დაწესებულების ცენტრალური აპარატი ვალდებულია გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული სადეპოზიტო თანხის სხვა მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე გადატანა ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნება.
3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მისი სადეპოზიტო კოდის განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე განთავსებული დეპოზიტების იდენტიფიცირება მოახდინოს თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავი დაწესებულება ან/და მას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაცია აღნიშნულ ვადაში არ მოახდენს თანხების იდენტიფიცირებას, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით განუსაზღვრელი დეპოზიტური თანხები მიმართოს ბიუჯეტის შემოსულობებში.
4.მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია თანხის იდენტიფიცირების მიზნით წერილობით მოითხოვოს დამატებით 10 სამუშაო დღე.“.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №260-სსმIII,№186,30.12.2008წ., მუხ.1937
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ან სხვა შემოსულობის სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის არასაგადასახადო შემოსავლის გადატანაც წარმოებს სხვა არასაგადასახადო შემოსავლის გადახდის ანგარიშში, სახელმწიფო ხაზინა თანხის დაბრუნების ან გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
მუხლი 15.
ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების განკარგვა, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას, ხორციელდება დეპოზიტური თანხების მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
თავი IX
გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება
მუხლი 17.🔗
კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413
მუხლი 18.🔗
საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
მუხლი 19.🔗
გასულ წლებში ბიუჯეტში მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
მუხლი 20.🔗
ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.
სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა
მუხლი 21.🔗
1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობათა სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობათა ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების გადასახადში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №287-სსმIII,№182,24.12.2007წ., მუხ.2027
გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსებისას, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანისას ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება
მუხლი 16.
კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით, საგადასახადო შემოსავლის ამკრეფის ან ადმინისტრაციული ერთეულის არასწორი სიმბოლოებით ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია განახორციელოს შეცდომის გასწორება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში.
მუხლი 17.
საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე თანხების განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო და ვალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მიმართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელის და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული საგადასახადო შემოსავლის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
მუხლი 18.
გასულ წლებში ბიუჯეტში მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხების გადამხდელისათვის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება საგადასახადო შემოსავლის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (არასაგადასახადო შემოსავლის შემთხვევაში), ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
მუხლი 19.
ინსტრუქციის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხების გადამხდელისათვის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინა აცნობებს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“?
- „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ მიღებულია 14.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 13 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2009.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, №45, 14.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1285735/