1. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.
2. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შესაბამისად უქმდება ან მცირდება.
3. მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
31. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უფლებამოსილია განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიმართ, თუ ეს პირი არ შეასრულებს იმავე მუხლით გათვალისწინებულ დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებას.
4. მესამე პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 15.05.2012 კანონი №6211
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-1352(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
კასატორები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე მითითებით, აღინიშნავენ, რომ მ.მ-მა საწარმოდან გაიტანა თანხა პირადი ვალების გადახდის მიზნით, რასაც არ უარყოფს არც გადასახადის გადამხდელი.
- საქმე №ბს-1021(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
გ) ამ კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება. საქმეზე დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ…
- საქმე №ბს-221(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად (რომელიც ითვალისწინებს მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის წესს), შპს „დ-ს“ 2017…
- საქმე №ბს-1090(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2019
…დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ფ...ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ მესამე პირის - შპს „...ას“ მიმართ გამოიცა მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ N17/4 საგადასახადო მოთხოვნა.
- საქმე №ას-1158-1104-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2015
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მსგავსად არეგულირებს ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით…
- საქმე №330310117001794870 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №080310017002068465 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №190310117002060817 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330310116001526350 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №140310117002123028 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №140310117002143033 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №330310016001427291 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330310016001427314 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №330310116001412688 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება