თავი XXXV — საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
1. თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის სალაროდან (ნაღდი ფულის შენახვის ადგილიდან) ნაღდი ფულის ამოღება აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად აუცილებელი ოდენობით.
2. პირის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ამოღებული ნაღდი ფული იმავე დღეს შეიტანება საბანკო დაწესებულებაში ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – უახლოეს სამუშაო დღეს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ბინაში დაუშვებელია მოსამართლის ბრძანების გარეშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
საქმე №ბს-1111(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-ე, 243-ე, 244-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახალებული ნორმებით დადგენილია საგადასახადო დავალიანების „აღიარებული საგადასახადო დავალიანების“ ფარგლებში გადახდევინების უზრუნველყოფა და არა საგადასახადო დავალიანებაზე/აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე მეტი ოდენობით თანხების გადახდევინების უზრუნველყოფა.
საქმე №ბს-881(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
…ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში უზრუნველყოფის ზომის გამოყენებას ითვალისწინებს აგრეთვე საგადასახადო კოდექსის 243.1, 244.1 მუხლები. მითითებული ნორმებით დადგენილია „საგადასახადო დავალიანების“/„აღიარებული საგადასახადო დავალიანების“ ფარგლებში გადახდევინების უზრუნველყოფა და არა საგადასახადო დავალიანებაზე/აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე მეტი ოდენობით თანხების გადახდევინების უზრუნველყოფა.
…დასრულებიდან ექვსი წლის განმვლობაში საგადასახადო ორგანოს არ განუხორციელებია მეწარმეზე დარიცხული თანხების გადასინჯვა, რაც თავისი შინაარსით მოიცავს მეწარმის მიმართ ადმინისტრირების განხორციელებას არსებული დავალიანების ამოსაღებად. საგადასახადო კოდექსის 244.5 მუხლის მიხედვით საგადასახადო გირავნობის უფლების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი საგადასახადო ვალდებულების წარმოქმნის დღიდან;
…“რ. დ-ისათვის” – 157662 ლარის დარიცხვის თაობაზე (ტ. I; ს.ფ. 26), გირავნობის, იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2003 წლის 6 მაისის ¹219 შეტყობინება (მოწმობა) 157662 ლარზე, სადაც მითითება გაკეთდა საგადასახადო კოდექსის (1997წ.) 244-ე და 245-ე მუხლებზე (ტ. I; ს.ფ. 27) და ქონების დაყადაღების შესახებ 2003 წლის 6 მაისის ¹171 საგადასახადო შეტყობინება, რომლის თანახმად, ი/მ “რ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლი 58. გადაწყვეტილება სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 60. ამოღებული ნაღდი ფულის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 16. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 59. სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების პროცედურა— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 244, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-244/