1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. თავდები შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი. ერთი და იმავე ვალდებულების თავდები შეიძლება იყოს რამდენიმე პირი. ასეთ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
3. თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
4. ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4906
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-174-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
გარდა აღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს, რომ განსახილვევი სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციული სამართლიდან, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის საფუძველზე. ამ სამართალურთიერთობის მიზანი ასევე არის საჯაროსამართლებრივი. საგადასახადო თავდებობით ხდება გადასახადის გადამხდელის…
- საქმე №080310017002068465 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
2015 წლის 16 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული იქნა N0-------- შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების და 16.12.2015წ ბრძანების საფუძველზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდა უძრავ ქონებაზე, ს/კ 2----------- - ხელვაჩაური, სოფელი მ-----–-----ი;
- საქმე №080310017002068465 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
დადგენილია, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული იქნა N006/42102 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების და 16.12.2015წ ბრძანების საფუძველზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდა უძრავ ქონებაზე, ს/კ 2----------- - ხელვაჩაური, სოფელი მ-----–-----ი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება