მუხლი 253. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესი
საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლი · სგკ 253
თავი XXXV — საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
1. აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თანამიმდევრობის გათვალისწინებით აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბრძანებით.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის
კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.05.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 222…
…ბარათი, საიდანაც დგინდება, რომ 2015 წლის 6 მარტს შ-----–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გადასახდელი ჰქონდა მხოლოდ საურავი - 21,87 ლარი, რაც გადაიხადა 2015 წლის 10 მარტს და მას ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აღარ გააჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა;
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 49-ე, 73-ე, 253-ე, 270-ე და 272-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 53-ე, 253-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების…
…ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 270-ე მუხლზე, 253-ე მუხლზე, 272-ე მუხლზე, დადგენილ გარემოებებზე, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი.
…რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა: ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ამასთან, საგადასახადო დავალიანება დაფარულია ქრონოლოგიური წესით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით (გადასახადი, ჯარიმა, საურავი). შემოსავლების სამსახურმა მიუთითა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის გვერდზე არსებულ ე.წ.
…37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 253, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-253/