გადაწყვეტილება №23723/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2024
№ დოკუმენტი 23723/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23723/2/2024

20 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -----------ძე (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------------ის 16.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23723/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის ID: ------- გადაწყვეტილება;

2. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №73225-21-11 დასკვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №18819 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 35 945 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 21 097

ჯარიმა - 300

საურავი - 14 548

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 25 ივლისს ID:----- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37- ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №73225-21-11 დასკვნით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 30.07.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, რაზეც ეცნობა 2024 წლის 30 ივლისის ID:------ გადაწყვეტილებით.

მომსახურების დეპარტამენტის დასკვნა და გადაწყვეტილება 2024 წლის 31 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 15 აგვისტოს №18819 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 309-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4, 22-ე, 91 მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომსახურების დეპარტამენტის 30.07.2024 წლის №73225-21-11 დასკვნის საფუძველზე მიღებულ იქნა 30.07.2024 წლის ID: ------ (შტრიხკოდი ------) გადაწყვეტილება, რომლითაც მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობდა საგადასახადო დავა, რომლის ფარგლებში საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემოღების შემდეგ გადასახადის გადამხდელმა გამოიხმო სარჩელი. 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ საგადასახადო დეკლარაციებით დარიცხული გადასახადები და დაკისრებული საგადასახადო სანქციები გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არის გადახდილი. გამომდინარე იქიდან, რომ არაღიარებულ დავალიანებაზე მიმდინარეობდა საგადასახადო დავა, გადასახადის გადამხდელის მიერ ხდებოდა აღიარებული დავალიანების გადახდა. პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები მიემართებოდა მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ვინაიდან სადავო თანხები აღრიცხული იყო პირადი აღრიცხვის დროებით ბარათზე.

საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემოღებისა და პირადი აღრიცხვის დროებითი ბარათიდან საგადასახადო დავალიანების ძირითად ბარათზე გადატანის შემდეგ გადასახადის გადამხდელმა სათანადო განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა 2021 წლის 1 იანვრამდე დროებით ბარათზე დარიცხული და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერა. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელს 30.07.2024 წლის ID: ------ წერილით ეცნობა მისი განცხადების დაკმაყოფილების შესახებ, მისთვის დავალიანების ჩამოწერა 30.07.2024 წლის №73225-21-11 დასკვნით მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები საგადასახადო ორგანომ სრულად მიმართა ამ პერიოდამდე წარმოშობილი (იმ დროისათვის არაღიარებული) ძირითადი თანხების დასაფარავად, რის გამოც გადასახადის გადამხდელს არ ჩამოეწერა საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემოღების შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანილი და გადაუხდელი დავალიანება.

შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18819 ბრძანების თანახმად, მომსახურების დეპარტამენტმა იხელმძღვანელა მეთოდური მითითებით „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“, რომელშიც არ არის განხილული მოცემულის იდენტური შემთხვევა, კერძოდ, სიტუაცია, როდესაც გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს გადახდილი მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, არ აქვს გადახდილი სადავო დავალიანება და ამ სადავო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემოღების შემდეგ.

საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი. მოცემული ნორმა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზეც საგადასახადო დავალიანების აღიარებამდე ვერ მოხდებოდა გადასახადის თანხის გადახდილად აღრიცხვა (გადახდის შემთხვევაში, იგი „ზედმეტობაში“ აღირიცხებოდა). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემოღებამდე არც საგადასახადო ორგანოს მიუჩნევია (და ვერც მიიჩნევდა) გადახდილი თანხები სადავო საგადასახადო დავალიანების დაფარვად და არც გადასახადის გადამხდელს ჰქონია სადავო საგადასახადო დავალიანების დაფარვის ნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18819 ბრძანება და მომსახურების დეპარტამენტის 30.07.2024 წლის ID: ------ (შტრიხკოდი -----) გადაწყვეტილება და ამავე დეპარტამენტს დაევალოს 2021 წლის 1 იანვრისთვის დროებით ბარათზე რიცხული დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავის სრულად ჩამოწერა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.

ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 და მე-15 პუნქტების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:

ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 19.08.2024 წლის №80698-21-11 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელმა 25.07.2024 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს ID ------- განცხადებით და ითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი. კერძოდ, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი - 1 155.73 ლარი და საურავი - 40.85 ლარი, ასევე დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ იყო აღიარებული - 55 481.00 ლარი. საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ დამატებით დარიცხული თანხების საფუძველია 1.10.2018 წლის №054-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც ითვლება 1.01.2021 წლამდე წარმოშობილად და აღიარების შემთხვევაში დაექვემდებარება ჩამოწერას მისი გადაუხდელი ნაწილი. 23.07.2024 წელს დამატებით დარიცხული თანხები აღიარებულია და დროებითი ბარათიდან გადატანილია ძირითად ბარათზე. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, 1.01.2021 წლის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხება დავალიანება: გადასახადი - 24 142.53 ლარი, ჯარიმა - 12 595.75 ლარი და საურავი - 19 939.30 ლარი. ამასთან, პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, ბიუჯეტში გადახდილია გადასახადი 71 443.66 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 30.07.2024 წელს შედგა დასკვნა №73225-21-11 და მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩამოეწერა 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 30.07.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება. კერძოდ, ჯარიმა - 12 595.75 ლარი და საურავი - 21 345.13 ლარი.

ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს 18.08.2024 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 35 945.60 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 21 097.47 ლარი, ჯარიმა - 300 ლარი და საურავი - 14 548.13 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ნოემბრის №1680 განკარგულების საფუძველზე 2024 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება -------------სა და შემოსავლების სამსახურს შორის. გადასახადის გადამხდელს, 2024 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 21 200 ლარით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37- ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მომსახურების დეპარტამენტის დასკვნით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 30.07.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, რაზეც ეცნობა 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით.

მომსახურების დეპარტამენტის დასკვნა და გადაწყვეტილება 2024 წლის 31 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №18819 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309( 37 „დ“);