1. საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება:
ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები;
ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას;
დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან;
ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება (რეგისტრირდებიან) ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად (პარტნიორებად)
. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საბიუჯეტო ორგანიზაციას საგადასახადო დავალიანება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება ჩამოეწეროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 11
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 27
მაისის კანონი
№
5144
- ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 18.09.2020 კანონი №7169
- 27.05.2016 კანონი №5144
- 20.12.2011 კანონი №5556
- 24.06.2011 კანონი №4963
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-1156(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2011 წლის 01 იანვრამდე წარმოშობილი და…
- საქმე №ბს-530(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
N996 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, 252 მუხლის პირველი პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ-ს, არ იყო აუცილებელი სპეციალური ზედნადების შევსება.
- საქმე №ბს-506(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს როგორც სასაქონლო, ასევე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენების ვალდებულებისგან და ისინი რეგლამენტირებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 251-ე მუხლის მე-15 პუნქტსა და 252-ე მუხლის მე-5 პუნქტებში, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება დასახელებული დანაწესებით გათვალისწინებული საგამონაკლისო…
- საქმე №ბს-251(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და…
- საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
3, გვ, 150), რომლითაც საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2011 წლის 1 იანვრამდე…
- საქმე №ბს-1308(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-614(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2021
- საქმე №ბს-290(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2019
- საქმე №230აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2017
- საქმე №ას-708-677-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2016
- საქმე №ბს-701-695(3კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2011
- საქმე №ბს-589-584(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2011
- საქმე №080310017001851498 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330100113002418429 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №330310017001773980 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.11.2018
- საქმე №330310014558484 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2018
- საქმე №140310116001649395 · გორის რაიონული სასამართლო · 23.04.2019
- საქმე №080310017001851498 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
- საქმე №330310017001773980 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება