გადაწყვეტილება №24653/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24653/2/2025
14 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 27.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24653/2/2025).
დავის საგანი:
საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №021-2023-169017 ბრძანება;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №319 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
17.10.2023 წლის მდგომარეობით მომჩივანზე რიცხული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 2 167,02 ლარი, ჯარიმა 400 ლარი, საურავი 1 265,44 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №021-2023-169017 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან 17.10.2023 წლის №021-2023-169017 საინკასო დავალებით ჩამოიწერა 23,45 ლარი.
საგადასახადო დავალიანების შეცვლის გამო მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებები, 11.01.2024 წლის №049-2024-000347 კორექტირებული საინკასო დავალებით 27.12.2024 წელს ჩამოიწერა 700,71 ლარი.
მომჩივნის 11.12.2024 წლის №204717/21-11 განცხადების საფუძველზე, 17.12.2024 წელს გამოიცა შემოსავლების სამსახურის უფროსის №26441 ბრძანება გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების შესახებ, რომლის პირველი პუნქტის თანახმად დაევალა სს ------- ბანკს ი/მ ------- (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე. აღნიშნული ბრძანების მოქმედების ვადა განისაზღვრა 31.12.2025 წლის ჩათვლით.
საინკასო დავალებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.01.2025 წლის №319 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 243-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის საბანკო ანგარიშზე (სს -------) მერიის მიერ თანხის ჩარიცხვა 1000 ლარის ოდენობით განხორციელდა 26.12.2024 წელს. მომჩივანს თანხა ჩამოეწერა 27.12.2024 წელს 11.01.2024 წლის №049-2024- 000347 საინკასო დავალების საფუძველზე 700,71 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ჩამოწერა განხორციელდა 300 ლარის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 17.12.2024 წლის №26441 ბრძანების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ სადავო ბრძანება და კორექტირებული საინკასო დავალება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
ინკასოს წარდგენის მომენტისთვის ერიცხებოდა 2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება, რომელიც ამნისტიის საფუძველზე ექვემდებარებოდა ჩამოწერას. დავალიანება ავტომატურ რეჟიმში არ ჩამოიწერა. არაინფორმირებულობის გამო მომჩივნის მიერ განცხადება თანხის ჩამოწერაზე არ იქნა წარდგენილი.
ვინიდან არის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა მერიის მხრიდან დაერიცხა სოციალურად დაუცველი ახალშობილის თანხა 1 000 ლარი. აქედან 700 ლარი ჩამოეჭრა საინკასო დავალების გამო.
ითხოვს დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის №32370 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად განსაზღვრული ფულადი დახმარება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 681 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ან/და 45-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) გადასახადის გადამხდელის განცხადება;
ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის 11 პუნქტში 24.06.2024 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გარეშე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 91 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას ექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ საინკასო დავალების წარდგენის მომენტისთვის ერიცხებოდა 2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება.
საბჭო მიუთითებს, რომ საბანკო ანგარიშებიდან სადავო თანხა (მომჩივნის მითითებით 700 ლარი) ჩამოწერილ იქნა 27.12.2024 წელს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 681 მუხლის 11 პუნქტში 24.06.2024 წელს განხორციელებული ცვლილებით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო ორგანოს თავისი ინიციატივით შეეძლო განეხორციელებინა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის ვალის მართვის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №021-2023-169017 და 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანებებით ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანებების) ჩამოწერის საკითხი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ჩამოწერის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. ხოლო, ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს 17.10.2023 წლის №021-2023-169017 ბრძანება გაავრცელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლის შემდეგ დარჩენილი საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 17.12.2024 წლის №26441 ბრძანების გათვალისწინებით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №319 ბრძანება;
3. გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანება;
4. საბჭოს აპარატს დაევალოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაუგზავნოს მომსახურების დეპარტამენტს;
5. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის ვალის მართვის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №021- 2023-169017 და 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანებებით ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანებების) ჩამოწერის საკითხის შესწავლა;
6. ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალოს 17.10.2023 წლის №021-2023-169017 ბრძანება გაავრცელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლის შემდეგ დარჩენილი საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 17.12.2024 წლის №26441 ბრძანების გათვალისწინებით;
7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იქნა საინკასო დავალებები თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.
გადასახადის გადამხდელს, ინკასოს წარდგენის მომენტისთვის ერიცხებოდა 2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებებით ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანებების) ჩამოწერის საკითხი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ჩამოწერის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. ხოლო, ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ბრძანება გაავრცელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლის შემდეგ დარჩენილი საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 243