1. ამ მუხლის მიზნებისათვის სადავო საგადასახადო დავალიანება არის პირის მიმართ დარიცხული გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა, რომელიც აღიარებული არ არის და ამ კოდექსით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული.
2. სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე.
3. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ყადაღა დაადოს:
ა) პირის ქონებას;
ბ) პირის საბანკო ანგარიშებს სადავო საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ამ კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმავე ნაწილებით დადგენილი წესით.
4. საგადასახადო დავის პერიოდში პირის მიმართ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიება არ გამოიყენება და უკვე გამოყენებული ღონისძიება უქმდება, თუ:
ა) საგადასახადო დავის პერიოდში სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი;
ბ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.
5. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად დაწყებული ყველა ღონისძიება და წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალება გაუქმებულად ითვლება, თუ საგადასახადო დავა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდა.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
კარი XII
საგადასახადო კონტროლი
თავი XXXVI
ძირითადი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4906
- 13.05.2016 კანონი №5092
- 26.12.2013 კანონი №1886
- 28.12.2012 კანონი №189
- 24.06.2011 კანონი №4963
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-898-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2021
…საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა; კოდექსის 254-ე მუხლის როგორც სადავო პერიოდში, ისე მოქმედი რედაქცია კი ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად ქონებაზე ან/და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესაძლებლობას საგადასახადო დავის პერიოდში.
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული იყო აღნიშნული ზედმეტად დარიცხული გადასახადები, 2017 წლის 9…
- საქმე №ბს-22(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2020
კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ საგადასახადო დავალიანების საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის შეფასებები და საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ცნობილი იყო შპს „...ის“ არაღიარებული საგადასახადო დავალიანების შესახებ მიმდინარე დავის არსებობის თაობაზე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული მოტივით მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
- საქმე №ბს-144-141(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2015
საგადასახადო კანონმდებლობის ( 241, 254-ე მუხლები) სრული დაცვით მიიღო №049-4866 ბრძანება მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.03.2012წ.
- საქმე №ბს-191-184(4კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2011
იგივე საკითხის 2004 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის განხილვის შემთხვევაშიც კი, ფინანსური სანქციების გამოყენება სრულიად გამოირიცხებოდა, ვინაიდან, 2004 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლი იმპარეტიულად განსაზღვრავდა იმ გარემოებებს, რომლებზეც ვრცელდებოდა 121-ე და 254-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა…
- საქმე №330310017002023661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №330310017002214855 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №330310017001994028 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330310015001107985 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №330310017002202304 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება