1. პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურები ხორციელდება წინასწარი შეტყობინების გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.
2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები.
3. პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლი ხორციელდება ამ პირის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
4. პირი უფლებამოსილია დაესწროს მის მიმართ განხორციელებულ მიმდინარე კონტროლის პროცედურებს.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე ამ პროცედურებში მონაწილე სხვა პირი. პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. ამ თავით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.5
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-1060(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
ფ-ე გადამოწმებულ იქნა არა შემოსავლების სამსახურის მიერ, არამედ გარმოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელთა მიერ, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან მითითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ანიჭებს უპირატესობას მოახდინონ ტექნიკური საშუალებებით კონტროლის…
- საქმე №ბს-1780-1748(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2012
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელს, რომელსაც სადავოდ მიაჩნია დარიცხული გადასახადის თანხა ან საგადასახადო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება, შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს მისი გადასინჯვა.
- საქმე №ბს-97-97(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2012
სამართლებრივი: მოპასუხის მითითებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის I ნაწილის, 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად. (იხ. ს.ფ. 60-67.
- საქმე №ბს-1688-1660(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2012
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად განსაზღვრულია, რომ ყოველი შემდგომი საჩივარი უნდა წარდგენილიყო გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი 30-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ხოლო გადამხდელის მიერ გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში – მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
- საქმე №ბს-798-782(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2014
…გადამხდელის მიმართ შემოწმების აქტების შედეგად თანხების დარიცხვა და მათი გაუსაჩივრებლობა საგადასახადო დავალიანებას აღიარებულად აქცევდა. საფუძველს არის მოკლებული მოპასუხის შესაგებელში (ტ.1, ს.ფ.82) მითითება იმაზე, რომ 13.06.1997წ. საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელეს უნდა გაესაჩივრებინა შემოწმების აქტი და მისი გაუსაჩივრებლობა ადასტურებს დავალიანების აღიარებას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება