1. ამ კარით განსაზღვრულ საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით ზოგადი დებულებები გამოიყენება ყველა პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება.
3. საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.
4. საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
5. საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
7. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო კონტროლის კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი.
8. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
9. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
10. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
თავი XXXVII
მიმდინარე კონტროლის პროცედურე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.05.2016 კანონი №5092
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(54)
- საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, ასევე 262-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.
- საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
- საქმე №ბს-22(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
…დავის საგანს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით შპს „...ს“ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და აღნიშნული გზით განხორციელებული დარიცხვების კანონიერება წარმოადგენს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
- საქმე №ბს-1110(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, 31-ე მუხლის მე-10 პუნქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის პირველი…
- საქმე №ბს-1351(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, ასევე 262-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.
- საქმე №ბს-567(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
- საქმე №ბს-849(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
- საქმე №ბს-1019(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2024
- საქმე №ბს-1303(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ბს-887(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ბს-397(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-1282(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ბს-58(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
- საქმე №ას-898-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2021
- საქმე №ბს-15(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2020
- საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ბს-611-608(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ბს-662-654(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2016
- საქმე №ბს-649-641(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2016
- საქმე №ბს-144-141(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2015
- საქმე №ბს-676-642(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2010
- საქმე №330310016001470062 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2020
- საქმე №330310014550284 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №330310015758157 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310017001779787 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330310018002390510 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.03.2019
- საქმე №330310015001034586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310017001788823 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330310016001386209 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310017001801733 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.05.2018
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №330310015001027636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.05.2018
- საქმე №330310016001381127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2018
- საქმე №330310015001041547 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2018
- საქმე №010610018002286297 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.02.2018
- საქმე №330310016001315461 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.01.2018
- საქმე №330310117002149092 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 54-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება