1. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებია:
ა) თავდებობა;
ბ) საბანკო გარანტია;
გ) დაზღვევის პოლისი.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს გარანტიის სხვა სახეები.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.12.2013 კანონი №1886
- 14.06.2011 კანონი №4754
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის №90 ბრძანების აღსრულების დავალება, კერძოდ, „მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს „კ...ის“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად, 3,8 მილიონი ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება სს „რ...იდან“.
- საქმე №ბს-98(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს „კ...ის“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად, 3,8 მილიონი ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება უნდა განეხორციელებინა სს რ...იდან.
- საქმე №330310018002496132 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულება, რომლის შესაბამისად: „მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს „კ-------------------------------------------“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება განახორციელოს სს რ----------------–---------–------------იდან“.
- საქმე №ას-307-291-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2011
რ-ამ” მოსაჩელის მიერ მითითებული ანგარიშ-ფაქტურებით ვერ მოახერხა დღგ-ის ჩათვლა, რადგან, საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, შპს “ნ. კ-ის” მიერ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები წარდგენილი იყო დაგვიანებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება