ბრძანება N 9270

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 28.04.2026
№ დოკუმენტი 9270
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9270

28 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 31 მარტის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 აპრილის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №101554/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №022-490 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2026 წლის 27 მარტის №022-2026-050405 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის 27 მარტის სადავო ბრძანების საფუძველზე ჩამოეწერა 47 282.45 ლარი. 30 მარტის სადავო ბრძანებით კი ყადაღა დაედო კომპანიის სრულ აქტივებს. აღნიშნული ქმედებები განხორციელდა მაშინ, როდესაც დავა მიმდინარეობს სასამართლოში (საქმე №3/155-26). ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო დავის შესახებ, თუმცა მაინც გამოიყენა ყველაზე მკაცრი რეპრესიული ზომები.

გადამხდელი მიუთითებს პროპორციულობასა და სამართლიან ბალანსზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლებაზე, დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ეფექტურობის პრინციპზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობაზე, ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაზე.

გადამხდელის განმარტებით, ვინაიდან არსებობს საფრთხე 200 ტონა მოსავლის განადგურებისა და საერთაშორისო ბიო-სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობისა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს გასაჩივრებული ბრძანებების მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო ბრძანებების ბათილად ცნობასა და ჩამოწერილი 47 282.45 ლარის დაბრუნებას კომპანიის ანგარიშზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 41 293.9 ლარი, ჯარიმა 43 450.5 ლარი, საურავი 39 187.99 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026 წლის 27 მარტს გამოცემულ იქნა №022-2026-050405 ბრძანება შპს „-------“ (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან იმავე დღეს განაღდებულ იქნა 47 282.45 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 16 აპრილის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 1 361.73 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2026 წლის 27 მარტის №022-2026-050405 ბრძანების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2026 წლის 16 აპრილის მდგომარეობით, საერთო სასამართლოების განჩინება შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე დაფიქსირებული არ არის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №022-490 ბრძანების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 8 აპრილის №022-540 ბრძანებით გაუქმებულ იქნა სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და შპს „-------“ (ს/ნ -------) ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მარტის №022-2026-050405 ბრძანების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №022-490 ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, momCivans ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცემულ იქნა ბრძანება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ,გადაწყვეტილება

საჩივარი საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

საჩივარი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241; 243