1. გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადამხდელმა შეიძლება გადახდის ოპერაციის ავტორიზება განახორციელოს გადახდის ოპერაციის შესრულებამდე ან მის შემდგომ, თუ ამ უკანასკნელის შესახებ გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის არსებობს შეთანხმება.
2. გადახდის ოპერაციის ან გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე თანხმობა გაიცემა გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმებული ფორმით. გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს მიმღების ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა.
3. გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს თავისი თანხმობა გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული მომენტისა. გადამხდელს აგრეთვე შეუძლია გამოითხოვოს თანხმობა გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე. თანხმობის გამოთხოვის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა.
4. თანხმობის გაცემის პროცედურა შეთანხმებული უნდა იყოს გადამხდელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია 1. გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიჩნეულიმიიჩნევა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2.გადამხდელმა თანხმობისშეიძლება გაცემისგადახდის ფორმაოპერაციის დაავტორიზება პროცედურაგანახორციელოს განისაზღვრებაგადახდის ოპერაციის შესრულებამდე ან მის შემდგომ, თუ ამ უკანასკნელის შესახებ გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმებისარსებობს საფუძველზე.შეთანხმება. ასეთი2. თანხმობისგადახდის არარსებობისოპერაციის შემთხვევაშიან გადახდის ოპერაციაოპერაციების არაავტორიზებულადსერიის იქნებაგანხორციელებაზე მიჩნეული.თანხმობა 3.გაიცემა თუგადამხდელსა თანხმობადა საგადახდო ინსტრუმენტისმომსახურების საშუალებითპროვაიდერს გაიცემა,შორის საგადახდოშეთანხმებული მომსახურებისფორმით. პროვაიდერიგადახდის უფლებამოსილიაოპერაციის დააწესოსგანხორციელებაზე ლიმიტებითანხმობა ამშეიძლება ინსტრუმენტითგაიცეს განხორციელებულმიმღების ოპერაციებზე,ან ასევეგადახდის დაბლოკოსინიციირების საგადახდომომსახურების ინსტრუმენტიპროვაიდერის მომხმარებელთანსაშუალებით. დადებულითანხმობის შეთანხმებითარარსებობის გათვალისწინებულშემთხვევაში შემთხვევებში.გადახდის 4.ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა. 3. გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს თავისი თანხმობა გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს ამ კანონის 29-ე მუხლისმუხლით შესაბამისად.გათვალისწინებული მომენტისა. გადამხდელს აგრეთვე შეუძლია გამოითხოვოს თანხმობა გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე. თანხმობის გამოთხოვის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა. 4. თანხმობის გაცემის პროცედურა შეთანხმებული უნდა იყოს გადამხდელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-783-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2024
მოსარჩელეს არ უნდა დაკისრებოდა ბანკის ქმედებების არამართლზომიერების დამტკიცების ვალდებულება, მაშინ, როდესაც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოპასუხეს ეკისრებოდა გადახდის ოპერაციის ავთენტურობის, სიზუსტისა და კანონიერების დამტკიცების ვალდებულება, რაც ბანკმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.
- საქმე №340310015001079207 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 13.06.2019
…არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება