ამ თავის მოქმედებიდან
1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;
ბ) უცხოურ ცენტრალურ ბანკზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე;
გ) საერთაშორისოდ აღიარებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე.
3. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებისა და მე-17 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საერთაშორისოდ აღიარების საკითხს.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2610
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან 1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს ეროვნულ ბანკზე; ბ) უცხოურ ცენტრალურ ბანკზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე; გ) საერთაშორისოდ აღიარებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკზე.ბანკებსა და მიკრობანკებზე. 3. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებისა და მე-17 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საერთაშორისოდ აღიარების საკითხს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310018002748557 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.05.2019
ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებზე, ასევე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება