1. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, მიუხედავად სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისა, უფლებამოსილია:
ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილეთა ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები ან/და ფინანსური ინსტრუმენტები, სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების მიხედვით ანგარიშსწორების განხორციელების ან ურთიერთგაქვითვის შედეგად მიღებული ნეტვალდებულების დაფარვის მიზნით;
ბ) თუ ეს გათვალისწინებულია მონაწილესთან დადებული შეთანხმებით, ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზი და სისტემის ოპერატორის ან/და ანგარიშსწორების აგენტის მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით მოახდინოს საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული თანხის ან მისთვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზით გათვალისწინებული თანხის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სისტემის მიერ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე მიღებული ტრანსფერორდერების ან მათ საფუძველზე გამოთვლილი ნეტვალდებულების მოცულობით.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5681
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. ანგარიშსწორება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 1. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, მიუხედავად სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისა, უფლებამოსილია: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილეთა ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები ან/და ფინანსური ინსტრუმენტები, სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების მიხედვით ანგარიშსწორების განხორციელების ან ურთიერთგაქვითვის შედეგად მიღებული ნეტვალდებულების დაფარვის მიზნით; ბ) თუ ეს გათვალისწინებულია მონაწილესთან დადებული შეთანხმებით, ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზი და სისტემის ოპერატორის ან/და ანგარიშსწორების აგენტის მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით მოახდინოს საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ფინანსური გირაოსგირავნობის საგნის რეალიზაცია ამავე„ფინანსური კანონისგირავნობის, 38-ეურთიერთგაქვითვისა მუხლისდა დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული თანხის ან მისთვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზით გათვალისწინებული თანხის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სისტემის მიერ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე მიღებული ტრანსფერორდერების ან მათ საფუძველზე გამოთვლილი ნეტვალდებულების მოცულობით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება