სისტემის წესები უნდა განსაზღვრავდეს გარემოებას, რომლის შემდეგ სისტემაში შესული ტრანსფერორდერი სისტემის მიერ მიღებულად ითვლება. დაუშვებელია სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერის სისტემის მონაწილის ან ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების, მიერ გამოთხოვა.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5665
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ტრანსფერორდერის გამოთხოვის დაუშვებლობა სისტემის წესები უნდა განსაზღვრავდეს გარემოებას, რომლის შემდეგ სისტემაში შესული ტრანსფერორდერი სისტემის მიერ მიღებულად ითვლება. დაუშვებელია სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერის სისტემის მონაწილის ან ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის,ადმინისტრატორისა ასევედა სპეციალური მმართველის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების, მიერ გამოთხოვა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310018002748557 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.05.2019
…კომპანიის მომავალი საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შესახებ, რისი უფლებამოსილებაც საქართველოს ეროვნულ ბანკს,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე გააჩნდა. ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია აღნიშნული საკითხების შეფასებაზე ეროვნული ბანკის არაკომპეტენტურობასა და უფლებამოსილების არქონასთან დაკავშირებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება