1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში.
2. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და დაუბრკოლებელი განხორციელების ხელშეწყობის, აგრეთვე საგადახდო სისტემის საიმედო, უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად დაადგინოს შესაბამისი მოთხოვნები.
31. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით სისტემის ოპერატორის მიმართ სამართლებრივი აქტით დაადგინოს მოთხოვნები, აგრეთვე მოითხოვოს საგადახდო სისტემაში დაგეგმილი იმ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისთვის 30 კალენდარული დღით ადრე მიწოდება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის მონაწილის მიერ ან/და მომხმარებლებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.
6. პირი, რომელიც სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი გარიგების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მას უფლება აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოსთხოვოს უშუალოდ პოტენციურ შემძენს ან/და სისტემის ოპერატორს. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე.
8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური შემძენის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წესი, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასა და, საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 23.12.2017 კანონი №1897
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია 1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში. 2. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და დაუბრკოლებელი განხორციელებისაგანხორციელების ხელშეწყობის, აგრეთვე საგადახდო სისტემის საიმედო, უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების, საგადახდო სისტემების საიმედოურთიერთთავსებადობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაადგინოს საგადახდოშესაბამისი სისტემებისმოთხოვნები. ფუნქციონირების31. ურთიერთშესაბამისობისსაქართველოს სტანდარტები,ეროვნული მათბანკი შორის,უფლებამოსილია ინფორმაციისასაგადახდო სისტემებისა და ტრანსფერორდერებისსაგადახდო გაცვლისმომსახურების მიზნით.ეფექტურობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით სისტემის ოპერატორის მიმართ სამართლებრივი აქტით დაადგინოს მოთხოვნები, აგრეთვე მოითხოვოს საგადახდო სისტემაში დაგეგმილი იმ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისთვის 30 კალენდარული დღით ადრე მიწოდება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის მონაწილის მიერ ან/და მომხმარებლებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევაზე. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები. 6. პირი, რომელიც სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი გარიგების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. 7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მას უფლება აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოსთხოვოს უშუალოდ პოტენციურ შემძენს ან/და სისტემის ოპერატორს. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე. 8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური შემძენის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წესი, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასა და, საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება