1. ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრების და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ.
3. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით შეაჩეროს ოპერაციები სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს სისტემის მონაწილის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებით.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.10.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. ანგარიშსწორების ანგარიშების დაცვა 1. ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა. 2. სააგენტოსაქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით დაუწესოსგანუსაზღვროს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრებისასახსრების და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ. 3. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით შეაჩეროს ოპერაციები სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს სისტემის მონაწილის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება