1. ამ კანონის მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, საგადახდო მომსახურების სათანადო განხორციელების უზრუნველყოფა და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებების დაცვა. ეს კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს, საგადახდო სისტემის მონაწილეების, საგადახდო მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების, საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.
2. საგადახდო სისტემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს კანონი, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
3. საგადახდო სისტემასთან და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობის შემთხვევაში ამ კანონის დებულებებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 20.12.2019 კანონი №5681
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა.ხელშეწყობა, საგადახდო მომსახურების სათანადო განხორციელების უზრუნველყოფა და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებების დაცვა. ეს კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემის,სისტემისა და საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს.პრინციპებს, საგადახდო სისტემის მონაწილეების, საგადახდო მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების, საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. 2. საგადახდო სისტემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს კანონი, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. 3. საგადახდო სისტემასთან და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობის შემთხვევაში ამ კანონის დებულებებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310018002748557 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.05.2019
…ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები. ,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადახდო სისტემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება