1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;
დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;
ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება;
ე1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა;
ე2) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;
ვ) გამასწორებელი სამუშაოები;
ვ1) უცხოელის საქართველოდან გაძევება;
ვ2) უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.
2. (ამოღებულია - 26.06.2025, №875).
3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის
კანონი №2196
–
ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(43)
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება ან ისეთი ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, რაც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
- საქმე №ბს-1324(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ აღძრულია კომბინირებული სარჩელი (სასკ-ის 22-ე და 24-ე მუხლებით). შეცილებითი სარჩელის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობებია, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან მისი ნაწილით მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება ასევე, აქტის გასაჩივრების ვადების დაცვა.
- საქმე №ბს-15(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2024
ამდენად, სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერი არ არის ადმინისტრაციული აქტი, თუმცა იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივ მოქმედებას, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიზანი არ არის აბსტრაქტული, პირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების არამართლზომიერების დადგენას მოითხოვს თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად (სასკ-ის 24.2 მუხ.).
- საქმე №ბს-1170(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
აღნიშნული ნორმა რეაბილიტირებული პირისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ „ვ“ (გამასწორებელი სამუშაო) და „ზ“ (ადმინისტრაციული პატიმრობა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
- საქმე №ბს-214(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
…სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლში ჩამოთვლილია ადმინისტრაციული სახდელის სახეობანი. მეორე მხრივ საბაჟო სამართალდარღვევისა და საბაჟო სანქციის ცნებები…
- საქმე №ბს-369(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-579(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ბს-898(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2020
- საქმე №ბს-1037(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ბს-347(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2020
- საქმე №ბს-1-1(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2018
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ბს-728-720(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2018
- საქმე №ბს-731-727(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2018
- საქმე №ბს-403-398(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2015
- საქმე №ბს-527-518(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2013
- საქმე №ბს-622-610(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.05.2013
- საქმე №ბს-448-443(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2013
- საქმე №ას-1264-1193-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2012
- საქმე №ბს-260-257(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2011
- საქმე №ბს-22-21(გ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2010
- საქმე №ბს-807-771(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2009
- საქმე №ბს-1436-1394(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2009
- საქმე №ბს-777-739(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.01.2008
- საქმე №ბს-711-677(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2007
- საქმე №ბს-399-378(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2007
- საქმე №ბ-2090-6(ბ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2006
- საქმე №ბს-347-278-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2006
- საქმე №ბს-612-198(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.03.2006
- საქმე №ბს-1113-692(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2006
- საქმე №ბს-1327-903(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2006
- საქმე №ბს-536-122(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2005
- საქმე №ბს-137-105-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2005
- საქმე №ბს-671-24-გ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2004
- საქმე №ბს-189-348-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2004
- საქმე №ბს-21-2-კს-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2004
- საქმე №3გ-ად-89-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.09.2003
- საქმე №3გ-ად-441-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2003
- საქმე №3გ-ად-24-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2003
- საქმე №3გ-ად-283-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.03.2003
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 43-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.