1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.
2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.
3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4907
- 27.03.2012 კანონი №5953
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-126-125(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2012
მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 28-ე და 232-ე მუხლები. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1, 601.2 მუხლების შესაბამისად უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (იხ.
- საქმე №ბს-1315-1274(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2009
საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მანევრირება, არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულობა, არ დაიცვა «მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 28.10 მუხლით გათვალისწინებული მანქანებს შორის დისტანცია, არ გაითვალისწინა ქუჩის სიგანე და მოძრაობის მიმართულება, რაც გახდა მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება