1. მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება 3 წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. აღნიშნული უფლების შეჩერების ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის
კანონი №839
– ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №839
- 16.11.2021 კანონი №1013
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-658(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…გამოყენებული სადავო ღონისძიება. თუ ასეთი ღონისძიება არ არსებობს/შემდგომში გაუქმდა, არ არსებობს კერძო საჩივრის უმთავრესი წანამძღვარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-327-2024, 11.04.2024წ., პუნ. 14). 15. სასკ-ის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას;
- საქმე №ბს-613-610(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2018
ამავე დებულების 30-ე, 31-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფილიალი ისევე, როგორც რეგიონული ოფისი მონაწილეობს რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ…
- საქმე №ბს-18-1-კს-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2004
…სხვა სასამართლო განხილვების მიმდინარეობა, ამასთანავე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი აღნიშნულის დასადასტურებლად. სს “მ.-ის" წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციული აქტის შეჩერების საფუძვლად მითითებული სასკ-ის 29-ე და 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებენ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას არა სარჩელის უზრუნველყოფის სახით, არამედ სარჩელის სასამართლოში წარდგენით.
- საქმე №3გ/ად-7-კ-ს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2002
ფორმით ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის შინაარსით ნორმატიული აქტის გამოცემა სემეკის მიერ დამატებით ადასტურებს მის უკანონობას, სასამართლო ვალდებული იყო სასკ-ის 30-ე მუხლის შესაბამისად შეეჩერებინა ადმინისტრაციული აქტის იურიდიული მოქმედება, რადგანაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი კანონიერების შესახებ.
- საქმე №140310019002912967 · გორის რაიონული სასამართლო · 23.01.2020
აღნიშნული კონსოლით გამოწეული შენობის ნაწილების სიმაღლე წყლის არხის იატაკამდე (ფილამდე), რომელიც დაახლოებით შეადგენს 2 მეტრს, არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის № 59 დადგენილების V თავის 29-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნებს; შესაბამისად, ამავე დადგენილების V თავის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით არ უნდა მომხდარიყო სახურავის რეკონსტრუქციის (სახურავის მანსარდის მოწყობა) ამ თავის მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება