1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება).
2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
4. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.
5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.
საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №729 – ვებგვერდი, 04.07.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3826 – ვებგვერდი, 14.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 ორგანული კანონი №3826
- 12.06.2013 ორგანული კანონი №729
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები 1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება). 2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. 3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. 4. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. 5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(109)
- საქმე №ას-330-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
…დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მხარეთა შორის 01.04.2017 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 4.7.1, 4.7.2., 4.7.3., 7.1.3.. 13.2.1.3. პუნქტები; სს „რ.ა–ის“ 2017 წლის შინაგანაწესის 1-ლი მუხლის 1-ლი, მე-3 პუნქტები, მე-3 მუხლის მე-11 და მე-15 პუნქტები, სს „რ.ა–ის“ 2017 წლის დასაქმებულთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნტი;
- საქმე №ას-856-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2026
…შესრულებასთან; 6.15. ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის თანახმად, დაკავშირებულია პირი, რომლის არსებულ კავშირს თანამშრომელთან შეუძლია უშუალო ზეგავლენის მოხდენა გარიგების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე (2.5. მუხლი); მე-3 მუხლით ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას როდესაც არსებობს დაპირისპირება: ბანკის თანამშრომლების და ბანკის ინტერესებს შორის;
- საქმე №ას-1152-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…შპს „მ.ქ“-ს მენეჯერის თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, შპს „მ.ქ“-ს შრომის შინაგანაწესის მე-2 მუხლის, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1; 2.6; 2.15 ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის 2,3 ქვეპუნქტის შესაბამისად. 5. მოსარჩელემ 2019 წლის 18 ოქტომბრის განცხადებით მიმართა მოპასუხეს და საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება.
- საქმე №ას-346-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2023
იმავე კოდექსის მე-3 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე კი, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის პირადად ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
- საქმე №ას-686-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თარგმანში სადავო სამართალურთიერთობისათვის მნიშვნელოვანი ასპექტები არასწორად არის თარგმნილი, კერძოდ, მე-3 მუხლის სახელწოდებაა „გადახდები“ (და არა თარგმანში მითითებული "ანაზღაურება") ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სახელწოდებაა „ანაზღაურება“ (და არა შრომის ანაზღაურება, როგორც ეს მითითებულია თარგმანში).
- საქმე №№ბს-508(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2022
- საქმე №ბს-508(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №ას-1118-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-907-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2022
- საქმე №ას-267-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
- საქმე №ას-495-495-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2019
- საქმე №ას-140-140-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
- საქმე №ას-171-171-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-366-340-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ას-138-138-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2018
- საქმე №ას-1181-1142-2016(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2017
- საქმე №ას-841-807-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2016
- საქმე №ას-571-546-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2016
- საქმე №ას-1147-1079-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2016
- საქმე №ას-1099-1035-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2016
- საქმე №ას-795-751-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2015
- საქმე №ას-460-439-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2015
- საქმე №ას-249-236-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2015
- საქმე №ას-108-101-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2015
- საქმე №ას-804-769-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2015
- საქმე №ას-39-36-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2015
- საქმე №ას-936-898-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2015
- საქმე №ას-1190-1132-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
- საქმე №ას-834-798-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
- საქმე №ას-649-616-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2014
- საქმე №ას-428-405-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2014
- საქმე №ას-1256-1199-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
- საქმე №ას-1025-979-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2014
- საქმე №ას-859-817-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2014
- საქმე №ას-581-552-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2013
- საქმე №ას-973-914-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2013
- საქმე №ას-715-678-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2013
- საქმე №ას-457-433-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2013
- საქმე №ას-1634-1533-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2013
- საქმე №ას-598-569-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2013
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 109-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება