1. დამსაქმებელს უფლება აქვს, მოიპოვოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან და არ არის საჭირო კანდიდატის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შესაფასებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს, შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
4. დამსაქმებლის მიერ მოპოვებული კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება კანდიდატის თანხმობის გარეშე იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კანდიდატს უფლება აქვს, გამოითხოვოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თუ დამსაქმებელმა არ დადო მასთან შრომითი ხელშეკრულება.
6. დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ;
გ) შრომის პირობების შესახებ;
დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;
ე) შრომის ანაზღაურების შესახებ.
7. კანდიდატთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულად მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ მასთან შრომითი ხელშეკრულების დადებით ან დასაქმებაზე უარის შესახებ ინფორმირებით.
8. დამსაქმებელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის დასაქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
9. წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შრომითი ხელშეკრულების დადებამდე დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს გააცნოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დებულებები პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპისა და მისი დაცვის საშუალებების შესახებ, აგრეთვე მიიღოს ზომები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-320(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
…შემთხვევაში, გამოდის რომ მოსარჩელე, საჯარო კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი წესების მიხედვით ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების ნაცვლად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში (მაგ., გასაუბრების ეტაპზე) იმყოფებოდა, ხოლო „შრომის კოდექსის“ მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი, ამ შეთხვევაში - უნივერსიტეტი, საერთოდ არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის (მოსარჩელის) დასაქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
- საქმე №ას-48-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
ეროვნული კანონმდებლობის, სახელდობრ, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-11, 41-ე, 42-ე, 45-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ ბავშვის უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული, მოიცავს სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და სუფთა წყლით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფის უფლებასაც.
- საქმე №ას-1055-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2025
…წინაპირობები. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია: 6.1. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შრომით ხელშეკრულებას ხელი მოეწერა სამსახურიდან განთავისუფლების დღეს, 2021 წლის 17 სექტემბერს. შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შინაგანაწესი ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გაეცნო დამსაქმებელს დასაქმებულისთვის და შემდგარიყო სათანადო აქტი.
- საქმე №ას-1110-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2023
ქვეპუნქტების, ასევე მე-11 მუხლის, კომპანიის შრომის შინაგანაწესის 13.1 და 12.1.2. (2) ქვეპუნქტების, კომპანიის „დისციპლინური პროცედურის“ 2.4., 4.1., 4.2.
- საქმე №ას-301-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის მე-6 მუხლის (მოქმედი შრომის კოდექსის მე-11 მუხლი) 13 (თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
- საქმე №ას-1691-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 5 (48)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 5; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-330-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
…1-ლი მუხლის 1-ლი, მე-3 პუნქტები, მე-3 მუხლის მე-11 და მე-15 პუნქტები, სს „რ.ა–ის“ 2017 წლის დასაქმებულთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნტი; სს „რ.ა–ის“ 2025 წლის 15.01. ბრძანება; ფ.პ. დ.ბ–ის ახსნა-განმარტება და სხვ.
- საქმე №ას-1074-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
როდესაც დამსაქმებელი აპირებს პირის სამუშაოზე მიღებას გამოსაცდელი ვადით, ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს სამუშაოს შეთავაზების განცხადებაში, რადგან გამოსაცდელი ვადით დასაქმება უკავშირდება ისეთ არსებით პირობას, როგორიცაა ხელშეკრულების ვადა, რაც საქართველოს შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ასახული უნდა იყოს შეთავაზებაში. სამუშაოს შეთავაზების შესახებ განცხადებაში ასახული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომითი ხელშეკრულების ჩამოყალიბებაში.
- საქმე №ას-907-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2022
…3.3.20 ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებული,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, მე-3 მუხლის მე-8 და მე-10 ნაწილების, მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის, სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ „ე“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების,…
- საქმე №ას-495-495-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2019
- საქმე №ას-862-862-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
- საქმე №ას-1210-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
- საქმე №ას-903-843-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.10.2017
- საქმე №ას-863-830-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2017
- საქმე №ას-841-807-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2016
- საქმე №ას-1159-1090-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2016
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება