დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.#
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.საშუალება.#
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(58)
საქმე №ას-1177-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
ასევე, უგულველყოფილ იქნა „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე–6 და მე–7 მუხლები, „ევროპის სოციალური ქარტიის“ 1-ლი, მე–4 და 24–ე მუხლები, 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის…
ამდენად, თუ არსებობს ზემოაღნიშნული სამი გარემოება, რომელსაც ადგენს კონვენციის მე-6, მე-3 და მე-5 მუხლები, დასაქმებულს წარმოეშობა უფლება, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. 58.
ს–ი (შემდეგში: მეექვსე მოსარჩელე ან დასაქმებული) ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, იყვნენ დასაქმებულები საწარმოში ინკურაბელური პაციენტებისათვის ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის განსახორციელებლად (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ, მე-6 მუხლი). 3. დასაქმებულთა ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრებოდა გამომუშავების მიხედვით, სახელდობრ, სამუშაოს სპეციფიურობიდან და კონკრეტული პროგრამის ფარგლებში მოქმედი რეგულირებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა ე.წ.
ამდენად, თუ არსებობს ზემოაღნიშნული სამი გარემოება, რომელსაც ადგენს კონვენციის მე-6, მე-3 და მე-5 მუხლები, დასაქმებულს წარმოეშობა უფლება, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. 33.
რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას მასზედ, რომ იგი უვადოდ იყო დანიშნული, რის გამოც არ შეიძლებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-3 ნაწილით, განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შესაძლებელია როგორც ვადიანი, ასევე უვადო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რასაც რა თქმა უნდა, საფუძვლად უნდა დაედოს დამსაქმებლის, თუ დასაქმებულის კანონისმიერი ქმედება.
გადასახადის დარიცხვის დროისთვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 6.9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა - შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესის მითითება), 31.1 მუხლის,…
…ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი რომელიც დაქირავებულ უხდის ხელფასს. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 6, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-6/