დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
საქმე №ას-351-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
…მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომით ურთიერთობებში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის, ეროვნების ან სხვა ნიშნის გამო, ასევე დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დისკრიმინაციის საფუძვლით. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.
საქმე №ას-479-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
მოსარჩელემ მოთხოვნის დაკამყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-2, 5, 6, 27-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 და მე-4 მუხლებზე, ასევე 7-ე მუხლზე, კერძოდ, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.
საქმე №ას-1174-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქმე №ას-238-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ, საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლსა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) და სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა…
საქმე №ას-344-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…დისკრიმინაციას განგრძობადი ხასიათი ჰქონდა და ის 2019 წლის ნოემბერში არ დაწყებულა. მოსარჩელემ მსგავსი შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოშიც დააყენა, თუმცა მოპასუხემ განმეორებით თავი აარიდა მტკიცებულებების წარდგენას; 20.3. საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრიმინაციის საკითხზე მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან მტკიცებულებების…
საქმე №ას-137-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
საქმე №ას-1177-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
საქმე №ას-548-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2021
საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
საქმე №ას-267-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 7, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-7/