1. შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
2. თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება.
3. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას;
ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
4. თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო.
5. თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
6. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეწარმეზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან 48 თვე არ გასულა (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.
8. გარდა შრომითი ხელშეკრულების ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით დადების შემთხვევისა, თუ შრომითი ურთიერთობა დაწყებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ 48-თვიან პერიოდში, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
9. დამსაქმებელი ვალდებულია განსაზღვრული ვადით დასაქმებულ პირს აცნობოს არსებული ვაკანსიების შესახებ, რათა მას ჰქონდეს, სხვა დასაქმებულის მსგავსად, უვადო შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პოზიციების დაკავების თანაბარი შესაძლებლობა.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №899 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №1039 – ვებგვერდი, 06.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 01.12.2021 ორგანული კანონი №1039
- 02.08.2021 ორგანული კანონი №899
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.08.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. შრომითი ხელშეკრულების დადება 1. შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. 2. თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. 3. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. 4. თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო. [ 4. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეწარმეზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან 48 თვე არ გასულა (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები. (ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან)] 5. თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. 6. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისკანონით მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმემეწარმეზე, სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან 48 თვე არ გასულა (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე. 8. გარდა შრომითი ხელშეკრულების ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით დადების შემთხვევისა, თუ შრომითი ურთიერთობა დაწყებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ 48-თვიან პერიოდში, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. 9. დამსაქმებელი ვალდებულია განსაზღვრული ვადით დასაქმებულ პირს აცნობოს არსებული ვაკანსიების შესახებ, რათა მას ჰქონდეს, სხვა დასაქმებულის მსგავსად, უვადო შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პოზიციების დაკავების თანაბარი შესაძლებლობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(41)
- საქმე №ას-461-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე სკოლაში მუშაობდა 2020 წლის 01 ოქტომბრიდან, მისი შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უვადოდ ითვლებოდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2025 წლის 10 თებერვალს გაფორმდა N5-09 შეთანხმება, რომლითაც…
- საქმე №ას-119-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს, სულ მცირე, ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადება შესაძლებელია მხოლოდ ამ ნორმით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
- საქმე №ას-642-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
…დასაბუთება 5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. 5.2 სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილი და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობები არსებობდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის 31…
- საქმე №ას-896-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 50-ე და მე-12 მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა დამსაქმებლის არგუმენტი, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა-შპს „რ.რ.ს–ომ“ ნ.კ–იას სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების დასადასტურებლად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15.1 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ნ.კ–იას თავდაპირველი დამსაქმებელი შპს „აკ.ნ.
- საქმე №ას-74-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
სწორედ ამიტომ, კომიტეტებში, ისევე როგორც პარლამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების თუნდაც თანმიმდევრობით დადება, არ შეიძლება, უპირობოდ განიხილებოდეს საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში დეკლარირებული ნორმის ფარგლებში. „საქართველოს პარლამენტის კომიტეტში შტატგარეშე მოსამსახურის - სპეციალისტის მოწვევის…
- საქმე №ბს-1123(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ას-1176-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-765-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-50-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
- საქმე №ას-408-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ას-322-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
- საქმე №ას-1055-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2025
- საქმე №ას-232-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №ას-290-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2024
- საქმე №ას-1420-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №ას-513-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
- საქმე №ას-645-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ას-1501-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
- საქმე №ას-848-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2024
- საქმე №ას-1064-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2023
- საქმე №ას-584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2023
- საქმე №ას-1620-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ას-474-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ას-1572-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
- საქმე №ას-1127-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
- საქმე №ბს-628(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ას-258-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ას-258-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ას-1363-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
- საქმე №ბს-269(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2022
- საქმე №ას-413-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2021
- საქმე №ას-1551-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2020
- საქმე №ას-10-10-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2016
- საქმე №ას-1300-1220-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
- საქმე №ას-518-491-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2014
- საქმე №030210018001945171 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2018
- საქმე №330210019002891909 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.07.2019
- საქმე №240210117002002596 · სენაკის რაიონული სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №160210018002467844 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 24.07.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 41-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება