წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეებისთვის გასაგებ ენაზე. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება დადებულია რამდენიმე ენაზე, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ შრომით ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა შრომითი ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
საქმე №ას-881-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
…გულგრილობის, დაუდევრობის, ასევე სკოლის მოთხოვნებთან და მითითებებთან შეუსაბამო ქმედების შესახებაც გადაწყვეტილებას მმართველი კომიტეტი მიიღებდა. თანახმად კავკასიის ფრანგულის სკოლის 2014 წლიდან მოქმედი შინაგანაწესის 17.14 მუხლისა და შრომის კოდექსის მე-13 მუხლისა, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, კრებას დასწრებოდა სკოლის ერთ თანამშრომელთან ერთად, რომელსაც ის აირჩევდა თავისი სურვილით.
საქმე №ას-958-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
2020 წლის 5 მარტის №05/ს ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა - საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლი, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” წესდების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტები, ა.(ა).ი.პ.
საქმე №ას-267-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
…„ზ“ ქვეპუნქტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-13 მუხლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-7 მუხლი, სსიპ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-9 თავის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 13, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-13/