1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. გამოსაცდელ ვადაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.
4. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-170-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს უშუალოდ შრომის კოდექსის მე-17 მუხლის შინაარსიდანაც, რომელიც საუბრობს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამომავლო შრომის ხელშეკრულების დადება - არდადებაზე და იქვე აკონკრეტებს, რომ…
- საქმე №ას-896-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლები. 4.4. განსახილველ შემთხვევაში, ნ.კ–იას სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის მე-17 მუხლის 1, მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლის მიხედვითაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია გამოსაცდელი ვადა, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და მიიჩნევს, რომ იგი უვადოდ დასაქმებული იყო, რაც გამორიცხავდა გამოსაცდელ ვადაზე მითითებით მისი სამუშაოდან გათავისუფლებას.
- საქმე №ას-541-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2023 წლის 19 მარტის ბრძანების თანახმად, დასაქმებული 2023 წლის 20 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე; 6.11. დამსაქმებლის მიერ მიღებული 2023 წლის 19 მარტის ბრძანება, დასაქმებულს ოფიციალურად არ ჩაბარებია.
- საქმე №ას-1176-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის მე-12, მე-17 მუხლებით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის 6-თვიანი…
- საქმე №ას-208-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
2023 წლის 06 მარტს მიიღო გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სადაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია გამოსაცდელი ვადა ( შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი). 1.15. მოსარჩელეს მიჩნია, რომ მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, შესაბამისად, ითხოვს ბრძანების ბათილად ცნობას, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრებას.
- საქმე №ას-1055-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2025
- საქმე №ას-1124-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-555-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
- საქმე №ას-848-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2024
- საქმე №ას-1064-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2023
- საქმე №ას-395-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2023
- საქმე №ას-55-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2022
- საქმე №ას-598-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 9 (100)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 9; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-631-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…მხარის განმარტება). 5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 54-ე, 394.1, 409-ე, ასევე საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ი) 48.8- 9 და 54-ე მუხლებიდან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, შესაფასებელი იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება.
- საქმე №ას-54-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2024
…დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობის განსაზღვრის მართებულობა, კერძოდ, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ იძულებითი განაცდურის განსაზღვრისას დამსაქმებელს ხელფასთან ერთად ყოველთვიური ბონუსის გადახდაც უნდა დაკისრებოდა. 13. საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი.
- საქმე №ას-1378-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა გამოსაცდელი ვადის ამოწურვის მოტივით, რაც, შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაუშვებელია. გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე უარის თქმა შესაძლებელი იქნებოდა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.
- საქმე №ას-1370-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ას-370-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2022
- საქმე №ას-1074-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
- საქმე №ას-445-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
- საქმე №ას-1504-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ას-413-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2021
- საქმე №ას-999-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება