1. ზეგანაკვეთური სამუშაო არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. არასრულწლოვანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს.
2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად.
3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულს დამატებითი დასვენების დრო უნდა მიეცეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4. დამსაქმებელი ვალდებულია 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელია.
5. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრძალულია იმ დასაქმებულის, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი ან რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1055-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2025
რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაწილში, მოგახსენებთ, რომ შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს.
- საქმე №ას-1433-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2024
…შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.“, 27-ე მუხლის პირველი „ზეგანაკვეთური სამუშაო არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 17 (45)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 17; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-1327-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2019
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისა და ანაზღაურების კოეფიციენტის არასწორად განსაზღვრის თაობაზე და განმარტავს, რომ შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს ამავე ნორის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები (სრულწლოვანი პირისათვის სამუშაო უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს).
- საქმე №ას-420-400-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2015
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, შპს „მ-ო“ ვალდებული იყო დასაქმებულებისათვის გადაეხადა ანაზღაურება გაზრდილი ოდენობით.
- საქმე №ას-671-638-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2015
…რომ ამ მოთხოვნაზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა, რადგან ეს სამუშაოები სრულდებოდა, სწორედ, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, რაც, თავის მხრივ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იყო წარმოშობილი და ხორციელდებოდა შრომის კოდექსის მე-17 მუხლით დადგენილი პრინციპებითა და მხარეთა შორის შეთანხმებული პირობებით. 2010 წლის 26 ივლისის შემდგომ პერიოდთან მიმართებით პალატამ ჩათვალა, რომ სს…
- საქმე №ას-333-318-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2015
- საქმე №ას-110-103-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2015
- საქმე №ას-930-892-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2015
- საქმე №ას-486-460-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2014
- საქმე №ას-18-18-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2014
- საქმე №ას-404-377-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2010
- საქმე №330210017001969576 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.06.2019
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება