1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.
2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი წელიწადში 45 კალენდარულ დღეს არ აღემატება.
3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტება მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
4. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სრულად აუნაზღაუროს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯი.
5. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-40-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2025
ამ დანაწესის აუცილებლობა იმაშია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ შვებულების უფლება წარმოიშობა მხოლოდ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის პირობებში.
- საქმე №ას-1479-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
ამ დანაწესის აუცილებლობა იმაშია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ შვებულების უფლება წარმოიშობა მხოლოდ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის პირობებში.
- საქმე №ას-521-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
ხოლო, შრომის შინაგანაწესის 21.3 და 21.6 მუხლების თანახმად, შვებულების შესახებ უნდა ეცნობოს ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს, რომელსაც წარედგინება დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელისა და კურატორი დირექტორის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნის ფორმა შვებულებაში გასვლის თაობაზე.
- საქმე №ბს-172(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2020
გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ტ. ს-ის 2012 წლის კუთვნილი შვებულების ხანგრძლივობა უსაფუძვლოდ გამოიანგარიშა 2012 წელს ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება