1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
3. დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება:
ა) მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობისთვის – წელიწადში 10 კალენდარული დღე;
ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად − არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა;
გ) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ − 30 კალენდარული დღე.
4. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვადები და პირობები. ეს ვადები და პირობები არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
5. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
6. ბათილია შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც ანაზღაურებადი შვებულებით ყოველწლიურად სარგებლობის უფლება დათმობილია ან უარყოფილია.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3542 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.09.2023 ორგანული კანონი №3542
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. შვებულების ხანგრძლივობა 1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. 2. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. 3. დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება: ა) მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავემუშაობისთვის დასაქმებულს– ეძლევაწელიწადში დამატებითი10 ანაზღაურებადიკალენდარული შვებულებადღე; –ბ) წელიწადშისაომარი 10მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად − არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა; გ) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ − 30 კალენდარული დღე. 4. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვადები და პირობები. ეს ვადები და პირობები არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას. 5. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. 6. ბათილია შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც ანაზღაურებადი შვებულებით ყოველწლიურად სარგებლობის უფლება დათმობილია ან უარყოფილია.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(123)
- საქმე №ას-1382-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2026
2023 წლის ივლისის თვის ხელფასთან ერთად დასაქმებულს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიეცა კომპენსაცია 1 (ერთი) თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე აუნაზღაურდა გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად;
- საქმე №ას-1540-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2026
…2024 წლის 5 აპრილს მ.ჭ–იას სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა. მოსარჩელის გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი იყო, შინაგანაწესის დაუცველად ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის მოთხოვნა და სამსახურის თვითნებურად მიტოვება. 51. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით;
- საქმე №ას-1538-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2026
…ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული − ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება); მითითებული ნორმა ადგენს სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის ორ დამოუკიდებელ წინაპირობას: ა) როდესაც დასაქმებულის შრომისუუნარობის ვადა ზედიზედ აღემატება 40 კალენდარულ დღეს;
- საქმე №ას-943-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 6 მაისის N02-39/კ ბრძანებით მოსარჩელე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2022 წლის 6 მაისიდან, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 6.6. ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის N01-3205 მოხსენებითი ბარათი;
- საქმე №ას-1553-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
რაც შეეხება მისი სააპელაციო საჩივრის სხვა მოთხოვნებს: სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შვებულების, როგორც დასაქმებულის სოციალური უფლების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, შრომით კანონმდებლობაში აღიარებულია, დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია, თუმცა, მიუთითა, რომ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სახეზე უნდა იყოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობები, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად მოცემულ შემთხვევაში.
- საქმე №ას-494-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2025
- საქმე №ბს-304(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2024
- საქმე №ას-1479-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №ას-814-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ას-621-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2024
- საქმე №ას-415-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
- საქმე №ას-1433-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2024
- საქმე №ას-1149-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2023
- საქმე №ას-521-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
- საქმე №ას-817-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2023
- საქმე №ას-943-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
- საქმე №ას-1074-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
- საქმე №ას-1429-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2022
- საქმე №ას-638-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
- საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №ას-574-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
- საქმე №ას-1130-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
- საქმე №ას-1089-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
- საქმე №ას-133-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2019
- საქმე №ას-1190-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2019
- საქმე №ას-1012-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-140-140-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
- საქმე №ას-366-340-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ას-1206-1126-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-354-339-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2016
- საქმე №ას-138-134-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2016
- საქმე №ას-330-315-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2015
- საქმე №ას-962-920-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2015
- საქმე №ას-868-830-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2015
- საქმე №ას-518-491-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2014
- საქმე №ას-1027-981-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2014
- საქმე №ას-1634-1533-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2013
- საქმე №ას-596-562-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2011
- საქმე №ას-974-916-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2010
- საქმე №330210017001672631 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.04.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 123-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 21 (172)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 21; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-1152-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
2019 წლის 01 ოქტომბერს ნამდვილად მოხდა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება, მაგრამ არა იმ საფუძვლით, რომ დასაქმებული სექტემბრის თვეში ნამდვილად კუთვნილ შვებულებაში იყო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად აანაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება.
- საქმე №ას-943-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
…საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე 2020 წლის 14 იანვრიდან 27 იანვრამდე იმყოფებოდა კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში. მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2020 წლის 1 მაისს. საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად ისარგებლა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით.
- საქმე №ას-537-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
2011 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 21-ე, 22-ე და 25-ე მუხლებით (ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით 31-ე, 32-ე და 35-ე მუხ.) და განმარტა, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით.
- საქმე №ას-425-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ბს-290(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ას-866-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2022
- საქმე №ას-456-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
- საქმე №ბს-1061(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ას-1089-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
- საქმე №ას-1558-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2020
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება