1. თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა. არასრულწლოვანის ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა აკრძალულია.
2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
მთავარი მონაცემები
ვადა2 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
საქმე №ას-1582-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
…და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია. რაც შეეხება ზ.გ–ის სასარჩელო მოთხოვნას, მისთვის 2019 წელს და 2020 წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაციის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 25 (47)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 25; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
საქმე №ას-115-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2024
შესაბამისად დგინდებოდა, რომ დასაქმებულს არ უსარგებლია საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებით, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
საქმე №ბს-1162(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
…შვებულების პერიოდის ანაზღაურება“. წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.
…ანაზღაურების გამოყენების საშუალებას. ამდენად, თუ არსებობს ზემოაღნიშნული სამი გარემოება, რომელსაც ადგენს კონვენციის მე-6, მე-3 და მე-5 მუხლები, დასაქმებულს წარმოეშობა უფლება, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. 58. საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 35, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-35/