1. უქმე დღეებია:
ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
დ) 3 მარტი – დედის დღე;
ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი − ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე − იმედის დღე;
ი1) 17 მაისი - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
3. ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა უქმე დღეებიც. დამსაქმებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს დასაქმებულს, რომ მან სამუშაო, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღის ნაცვლად, მის მომდევნო, ამ კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასვენების დღეს შეასრულოს.
4. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის ორგანული კანონი №4455 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
თავი VI.შვებულება
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.09.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
- 17.09.2024 ორგანული კანონი №4455
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. უქმე დღეები 1. უქმე დღეებია: ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე; გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე; დ) 3 მარტი – დედის დღე; ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე; ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია); თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე; ი) 12 მაისი − ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე − იმედის დღე; ი1) 17 მაისი - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე; კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა); მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე; ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე. 2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 3. ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა უქმე დღეებიც. დამსაქმებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს დასაქმებულს, რომ მან სამუშაო, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღის ნაცვლად, მის მომდევნო, ამ კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასვენების დღეს შეასრულოს. 4. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. თავი VI. შვებულება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(85)
- საქმე №ას-1535-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2026
პალატა აღნიშნავს, რომ უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის N563 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად.
- საქმე №ბს-746(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
…მიმღების ხელმოწერა, ისე მისი პირადი ნომერი (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.13). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 07-დღიანი ვადის დენა დაიწყო 12.04.2025 წელს და ამოიწურა 22.04.2025 წელს, რამეთუ ხარვეზის შევსების ბოლო დღე (18 აპრილი) იყო საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიდი პარასკევი, რომელსაც მოსდევდა ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული სხვა სააღდგომო დღეები.
- საქმე №ას-426-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, ვინაიდან „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის 441-ე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.
- საქმე №ას-241-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2025
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილებით უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ, პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის 03 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.
- საქმე №ას-1564-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2025
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილებით უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ, პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის 03 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.
- საქმე №ა-7440-შ-178-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2025
- საქმე №ას-495-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2024
- საქმე №ას-1584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
- საქმე №ას-1518-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ას-1043-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №ბს-1337(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ბს-1360(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ბს-1104(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2023
- საქმე №ას-955-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2023
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-429-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2022
- საქმე №ა-6389-ა-16-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ბს-105(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2022
- საქმე №ბს-116(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-596(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
- საქმე №ბს-249(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2021
- საქმე №ბს-267(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ბს-270(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ბს-318(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ბს-1134(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2020
- საქმე №ას-1873-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-1649-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2019
- საქმე №ას-945-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2019
- საქმე №ას-1221-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1263-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018
- საქმე №ას-627-627-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2018
- საქმე №ას-118-118-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2018
- საქმე №ას-1188-1108-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2017
- საქმე №ას-1038-958-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2017
- საქმე №ას-227-216-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
- საქმე №ას-333-312-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-24-22-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2017
- საქმე №ბს-651-644(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2017
- საქმე №ას-1052-1013-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2017
- საქმე №ას-571-546-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2016
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 85-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 20 (15)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 20; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-1280-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2020
საქალაქო სასამართლომ დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-20, 26-ე მუხლებზე; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლზე; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე;
- საქმე №ბს-1025(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2018
24:00 საათი, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი და არ ემთხვეოდა საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს. ამდენად, ვინაიდან მხარისათვის განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 10.09.2018წ., ხოლო…
- საქმე №ას-670-626-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2017
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელისათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2017 წლის 18 აპრილს ამოიწურა (2017 წლის 14,15,16,17 აპრილი, როგორც სააღდგომო დღეები არასამუშაო იყო, საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლი, სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 27 აპრილს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.
- საქმე №ას-596-564-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2015
- საქმე №ას-333-318-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2015
- საქმე №ბს-342-338(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2014
- საქმე №ას-271-255-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2014
- საქმე №ბს-777-761(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2013
- საქმე №ას-397-370-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2010
- საქმე №ბს-755-720(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2009
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება