1. ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
2. ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.
3. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/სამუშაო პროცესის 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი რეჟიმია, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალს.
4. სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის დასაქმებულის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
5. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა 6 საათს აღემატება, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. შესვენების დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 საათია, შესვენების დროის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.
6. იმ დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული დასვენებით 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დასაქმებულმა არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში მიმდევრობით ორჯერ ისარგებლოს 24-საათიანი დასვენების დროით.
8. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს.
9. 14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.
10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელს შეუთანხმოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო.
101. პირს, რომელიც არის სისხლის ან მისი კომპონენტის დონორი, უფლება აქვს, გათავისუფლდეს სამსახურიდან სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დროს. დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას დასაქმებული სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად. დასაქმებულს სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების მიზნით გაცდენილი სამუშაო საათები სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
11. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №2401 – ვებგვერდი, 27.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2022 ორგანული კანონი №2401
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო. 2. ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. 3. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/სამუშაო პროცესის 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი რეჟიმია, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალს. 4. სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის დასაქმებულის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 5. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა 6 საათს აღემატება, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. შესვენების დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 საათია, შესვენების დროის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი. 6. იმ დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული დასვენებით 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დასაქმებულმა არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში მიმდევრობით ორჯერ ისარგებლოს 24-საათიანი დასვენების დროით. 8. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს. 9. 14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს. 10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელს შეუთანხმოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო. [101. 101 . პირს, რომელიც არის სისხლის ან მისი კომპონენტის დონორი, უფლება აქვს, გათავისუფლდეს სამსახურიდან სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დროს. დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას დასაქმებული სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად. დასაქმებულს სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების მიზნით გაცდენილი სამუშაო საათები სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 11. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(69)
- საქმე №ბს-907(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
კ-ა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, შრომის კოდექსის 48-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის პირველ, მე-4, 24-ე მუხლებზე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
- საქმე №ას-123-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
…ვალდებულია 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელია. 55. საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს.
- საქმე №ას-100-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
…ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 18 000 (დაუბეგრავი) ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 26.1 მუხლი, ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, ევროკავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ…
- საქმე №ას-1177-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
ასევე, უგულველყოფილ იქნა „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე–6 და მე–7 მუხლები, „ევროპის სოციალური ქარტიის“ 1-ლი, მე–4 და 24–ე მუხლები, 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსოს) მიერ, 1982 წელს მიღებული №158 შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის…
- საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა, სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე, 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის…
- საქმე №ას-732-732-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2020
- საქმე №ას-1873-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-1221-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
- საქმე №ას-1274-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2018
- საქმე №ას-558-558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2018
- საქმე №ას-140-140-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
- საქმე №ას-227-216-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
- საქმე №ას-875-837-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2014
- საქმე №ას-979-920-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2012
- საქმე №ას-624-587-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
- საქმე №330210015001070940 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №330210016001350376 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330210018002388397 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №330210018002702301 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №200210017002118343 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №050210018002417646 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №330210016001503158 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №330210016001520214 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
- საქმე №330210016001343866 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №110210117001978006 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2018
- საქმე №200210017001963520 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №050210018002300867 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №330210015001160509 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.05.2018
- საქმე №050210017001858617 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
- საქმე №140210016001229223 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2018
- საქმე №080210019003198732 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330210018002469870 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.01.2020
- საქმე №330210019002987528 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.10.2019
- საქმე №330210019002964800 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №010210018002779688 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.09.2019
- საქმე №200210018002589711 · თელავის რაიონული სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №330210018002388397 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.06.2019
- საქმე №080210017001965367 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №330210018002702301 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 69-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 14 (53)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 14; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-1123(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
…შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის N201 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის (2016 წელს მოქმედი რედაქციის) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-12, მე-14, 41-ე მუხლებზე, მხრეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, განსაკუთრებით ხელშეკრულების 3.4.6 პუნქტზე (რომელიც ითვალისწინებს ვალდებულებას სწავლის დასრულების შემდეგ,…
- საქმე №ას-44-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
…მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 200 ლარი (12.5 ლარი X 16 დღეზე). 24. სშკ-ის 31-ე მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 41-ე მუხლი) შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ…
- საქმე №ას-1558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4, მე-8 და მე-14 მუხლები; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“;
- საქმე №ას-140-140-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
- საქმე №ას-930-892-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2015
- საქმე №ას-271-262-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2012
- საქმე №ას-404-377-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2010
- საქმე №ბს-63-63(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2008
- საქმე №330210016001350376 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330210017001845260 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.04.2020
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება