1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი. იგი ვალდებულია შრომის შინაგანაწესი დასაქმებულს გააცნოს.
2. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:
ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო დღეს სამუშაოს დაწყების დრო და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;
ბ) დასვენების ხანგრძლივობა;
გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ე) ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;
ზ) წახალისების სახე, პასუხისმგებლობის სახე და მათი გამოყენების წესები;
თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
3. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები.
4. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.
5. დამსაქმებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას, მათ შორის, გონივრული მისადაგების ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სტანდარტების/ნორმატივების დაცვითა და შესრულებით.
6. ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ამ კანონს, ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი V.სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-1103-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს დაადგინოს შრომის შინაგანაწესი.
- საქმე №ას-1446-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
…მითითება, არამედ იგი უნდა შეფასდეს სშკ-ის 37-ე (ძვ. რედაქცია) მუხლის საფუძველზე (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი; რედაქტორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ვახტანგ ზაალიშვილი, ზაქარია შველიძე, ქეთევან მესხიშვილი; 23-ე მუხლის კომენტატორი თამარ ხაჟომია; გვ. 275-282). 16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით.
- საქმე №ას-222-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
…რეგულაციაზე მითითება, არამედ იგი უნდა შეფასდეს სშკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე.“ (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი; რედაქტორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ვახტანგ ზაალიშვილი, ზაქარია შველიძე, ქეთევან მესხიშვილი; 23-ე მუხლის კომენტატორი თამარ ხაჟომია, გვ.275-282; 2023; <“https://newvision.ge/geo/publications/>). 32.2.3. საქმეში წარმოდგენილი დამსაქმებლის შინაგანაწესის 20.3 ქვეპუნქტის თანახმად შინაგანაწესის დარღვევაზე რეაგირების, შეფასებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დადგენის წესი განისაზღვრება სპეციალური N1 დანართით (იხ.
- საქმე №ას-180-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
რაც შეეხება უშუალოდ დისციპლინური ღონისძიებების გატარების ვადებს, საქართველოს შრომის კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის,,ზ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე, 30-ე მუხლებითა და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
- საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 13 (58)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 13; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-1299(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2025
…გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უარი თქვა ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ ვადების ათვლა უნდა მომხდარიყო მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 07.08.2018 წლის…
- საქმე №ას-1457-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
ზემოაღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსით დისკრიმინაციის ცალკე ფორმად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა 2019 წელს, კერძოდ, სშკ-ის მე-2 მუხლში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ამასთან, 2019 წლის ცვლილებებით, მე-13 მუხლს დაემატა 31 პუნქტი, რომლითაც დადგინდა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.
- საქმე №ას-949-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2021
…ვითარებას. 27. საქართველოს შრომის კოდექსის (2018 წელს მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ანაზღაურებადი შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობას. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი.
- საქმე №ას-1691-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
- საქმე №ას-57-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2020
- საქმე №ას-1274-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2018
- საქმე №ბს-257-257(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2018
- საქმე №ას-34-34-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2018
- საქმე №ბს-168-166(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2017
- საქმე №ას-1159-1090-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2016
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება