1. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი დრო, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო.
2. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში არ ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის დრო ან 7 სამუშაო დღეზე მეტი ხანგრძლივობის ანაზღაურებისგარეშე შვებულება.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-1108-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2025
…კი უნდა გამოაკლდეს მომდევნო დავალიანების ოდენობას და ამგვარად გამოითვალოს დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისთვის გათვალისწინებული პროცენტი. 12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 31.3, 34-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გამოსათვლელად საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა შემდეგი გაანგარიშებით: 12.1.
- საქმე №ას-9-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 408-ე და 411-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა და არასწორად განმარტა კომპანიაში მოქმედი შიდა ლოკალური აქტები, დებულებები, რომლებიც იმდ-ს დანიშვნისა და გადახდის წესს არეგულირებენ;
- საქმე №ას-146-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 31-ე და 34-ე მუხლების (დღეს მოქმედი რედაქციის 41-ე და 44 მუხლები) საფუძველზე მართებულია მოპასუხისათვის პროცენტის დაკისრებაც ვადაგადაცილების დღეებისა და დავალიანების ოდენობის…
- საქმე №ბს-1137(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
სსრ შრომის კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად; 1988 წლის 8 ივლისის №48ლ/ს ბრძანებით, 1988 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა ეკონომისტად საწარმო დაწესებულებაში.
- საქმე №ას-160-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2022
…რომ გაირკვეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, უპირველესად, უნდა დადგინდეს, თუ რა ფაქტის მტკიცება ევალება თითოეულ მხარეს. ვინაიდან, წარმოდგენილ დავაზე სადავოა სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, სსკ-ის 710.1-ე მუხლისა და შრომის კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ საწარმო არის ვალდებული ადასტუროს ხელფასის სრულად გაცემისა და დავალიანების არარასებობის ფაქტი.
- საქმე №ას-1177-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
- საქმე №ას-1429-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2022
- საქმე №ას-6-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება