თავი VII — შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
3. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.
5. ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ. დასაქმებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანამიმდევრობით, შესაბამისად, 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №ას-1176-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…არარელევანტურია წინამდებარე საქმის მიმართ, ვინაიდან მათში ასახულია მოცემული დავისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები (მაგ.: ზოგ შემთხვევაში, მოსარჩელესთან (დასაქმებულთან) შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ან „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, (და სადავოა სწორედ მათი შეწყვეტის მართლზომიერება);
- საქმე №ას-942-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2023
…საქმის მომზადების სტადიაზე გასაუბრების ოქმი და მისი შინაარსი, ასევე, კომისიის კომპეტენცია სადავოდ არ გაუხდია. 2.8. სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020წ. N2245/კ ბრძანებით მოსარჩელესთან 27.02.2020 წლიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა 27.02.2020 წელს.
- საქმე №ას-36-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
ბაგა-ბაღის აღმზრდელის პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე; - დამსაქმებელი ორგანიზაციის დირექტორის 2015 წლის 29 სექტემბრის №109 მიმართვის თანახმად, ნ.ბ–ძეს განემარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა.
- საქმე №ას-100-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
…მუხლი, ევროკავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 227-ე და 228-ე მუხლები და საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, მე-2, მე-6, მე-9, 11-ე, 37-ე და 38.8 მუხლები გამოიყენა. 10. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
- საქმე №ას-454-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
მხარეთა შორის დადებული შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით გამოცემული ბრძანებით, სადაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. უდავო იყო, რომ 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო ამოქმედდა და დაწესდა რიგი შეზღუდვები, თუმცა პალატის…
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-477-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-468-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2022
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.09.2022
- საქმე №ას-1213-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2022
- საქმე №ას-456-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
- საქმე №ას-130-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2021
- საქმე №ას-1421-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №ას-574-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
- საქმე №ას-351-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ას-404-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-703-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2022
- საქმე №ბს-628(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ას-1187-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №ას-958-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ას-548-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2021
- საქმე №ას-17-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
- საქმე №ას-113-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2021
- საქმე №ას-893-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება