მუხლი 39. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება
შრომის კოდექსის 39-ე მუხლი · სშკ 39
თავი VII — შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზე.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2438 – ვებგვერდი, 27.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (15.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამურიოდენობა ოდენობააგანისაზღვრება არაუმეტესსაქართველოს 1მთავრობის 000დადგენილებით. ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
საქმე №ას-58-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2026
…მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რომლითაც შედავებულია მისთვის 2022 წლის მარტის თვის ანაზღაურების სახით დამატებით 1500 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერება. საქართველოს შრომის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
…მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე. 11.11 მუხლით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი– მე-6, მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 391, 411, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება.,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის” მე-3 მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობი
პუნქტით, რომლის თანახმადაც, აკადემიურ თანამდებობებზე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, ამ კანონის 38-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან. ის ფაქტობრივი გარემოება რომ კანონის ზემოთმითითებული მუხლის მოქმედება 2004-2006 წლებში შეჩერებული იყო, არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ.
…აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თ) ქვეპუნქტით არაქონებრივ დავებში ბაჟის ღირებულება განისაზღვრება 100 ლარით.
…განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 29 (10)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 29; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
საქმე №ას-1096-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი, 29-ე მუხლი, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“-„თ“ და „ო“ ქვეპუნქტები, 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი და დაასკვნა, რომ აპელანტს სამსახურებრივი ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევია.
რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებას, შრომის კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
…მხარე - ცენტრი კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს არ წარმოადგენდა (ნორმაში ჩამოთვლილი სუბიექტები), ხოლო სპეციალური კანონის ზემოთ მოხმობილი ნორმებით მოწესრიგებულია თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნის ორგანიზაციული საკითხები. დასახელებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 39, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-39/