1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა.
2. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-330-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
კასატორი მიუთითებს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებით მოცდენა არ ანაზღაურდება.
- საქმე №ას-58-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2026
…ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულს მართებულად ეთქვა უარი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე და, რომ არც ამ ნაწილში არსებობს მეორე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები. საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
- საქმე №ას-642-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
…დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია. 15. გასაჩივრებული განჩინება, კასატორის მიერ, სრულადაა გასაჩივრებული, რაც ასევე მოიცავს სასარჩელო მოთხოვნის იძულებითი განაცდურის ნაწილში დაკმაყოფილების კანონიერებასაც. საქართველოს შრომის კოდექსის 42.1 მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა.
- საქმე №ას-408-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
კასატორმა მიუთითა შრომის კოდექსის 42.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ მისთვის შრომითი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში, იგი მიიღებდა იმ შრომით ანაზღაურებას, რაც ხელშეკრულების შესაბამისად ეკუთვნოდა;
- საქმე №ას-48-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
ეროვნული კანონმდებლობის, სახელდობრ, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-11, 41-ე, 42-ე, 45-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ ბავშვის უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული, მოიცავს სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და სუფთა წყლით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფის უფლებასაც.
- საქმე №ას-1512-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
- საქმე №ას-742-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ას-588-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2024
- საქმე №ას-1041-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-960-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №ას-1030-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
- საქმე №ას-1135-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ას-1237-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ას-1061-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
- საქმე №ას-579-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2021
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება