1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
ა) გაფიცვა;
ბ) ლოკაუტი;
გ) აქტიური საარჩევნო უფლების ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;
დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადება;
ე) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა;
ვ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა;
ზ) შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, თუ იგი ვეღარ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;
ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;
კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს;
ლ) ანაზღაურებისგარეშე შვებულება;
მ) ანაზღაურებადი შვებულება.
3. დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან მისი შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.
4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება არ მიეცემა, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3542 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.09.2023 ორგანული კანონი №3542
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. შრომითი ურთიერთობის შეჩერება 1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. 2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) გაფიცვა; ბ) ლოკაუტი; გ) აქტიური საარჩევნო უფლების ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება; დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადება; ე) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სავალდებულოსამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა; ვ) სამხედრო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა; ზ) შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო; თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, თუ იგი ვეღარ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა; ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს; კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს; ლ) ანაზღაურებისგარეშე შვებულება; მ) ანაზღაურებადი შვებულება. 3. დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან მისი შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე. 4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება არ მიეცემა, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ას-330-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობას, პალატამ მიუთითა სადავო ბრძანების დროს მოქმედი შრომის კოდექსის 46.1 მუხლის დისპოზიციაზე, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
- საქმე №ას-1538-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2026
…სრული მოცულობით რეალიზებული არ იქნება, დამსაქმებელი ვერასდროს გამოიყენებს შკ-ის 47.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებას, თუნდაც 6-თვიან პერიოდში შრომისუუნარობის მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობა 100 იყოს). 8.4. შრომის კოდექსის 46-ე მუხლი ადგენს იმ ვადის მაქსიმალურ ოდენობას, რომლის განმავლობაშიც პირის სამუშაოზე გამოუცხადებლობა ითვლება საპატიოდ, თუმცა, საპატიოობის მიუხედავად,…
- საქმე №ბს-552(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2025
ამასთან, საყურადღებოა საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლები, რომლებიც ცალ-ცალკე განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
- საქმე №ას-859-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
არასრულწლოვანის საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში შრომის კოდექსის 46.2 მუხლის „მ“ პუნქტით დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა ჩერდება, ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს კონსტიტუციით და…
- საქმე №ას-13-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2025
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-34-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
- საქმე №ას-109-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2022
- საქმე №ას-1112-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2021
- საქმე №ას-1345-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2021
- საქმე №330210118002620816 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210018002615493 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210018002617604 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210118002622279 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210018002624908 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210118002622627 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №330210018002735231 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 36 (65)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 36; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-1573-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2023
…შვებულების მოთხოვნის განაცხადის მიხედვით, მოსარჩელემ ისარგებლა ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით 2019 წლის 5 აგვისტოდან 2019 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, ხოლო დროის აღნიშნულ პერიოდში (ანაზღაურებადი შვებულება), საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შორის შეჩერებული იყო შრომითი ურთიერთობა. 27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ…
- საქმე №ას-1244-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სადავო პერიოდისთვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
- საქმე №ბს-745(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები ამომწურავად არის მითითებული შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილში. შრომითი ურთიერთობა დაიწყო და ის არ შეჩერებულა მანამ, სანამ 2017 წლის მარტში საერთოდ არ შეწყდა შრომითი ურთიერთობა სააგენტოს გაუქმების გამო.
- საქმე №ას-1098-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2022
- საქმე №ას-811-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2021
- საქმე №ას-1304-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
- საქმე №ას-247-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2021
- საქმე №ას-1421-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №ას-559-559-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2020
- საქმე №ას-35-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2020
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება