1. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.
2. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გონივრულ ვადაში მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.
3. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დამსაქმებელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
4. დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დასაქმებულს დროულად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციისთვის მისაღები ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, ამასთანავე, აუცილებლობის შემთხვევაში დასაქმებული უზრუნველყოს პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა, ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად, დროულად შეცვალოს უსაფრთხო ან ნაკლებად სახიფათო მოწყობილობით და მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
5. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა საწარმოო შემთხვევის შედეგების დროული ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისთვის, პირველადი დახმარების გაწევისა და ევაკუაციისთვის.
6. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სრულად აუნაზღაუროს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.
7. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ორსული ქალის ისეთი შრომისგან დაცვა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
8. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემთხვევები და წესები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი X.შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-48-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
ეროვნული კანონმდებლობის, სახელდობრ, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-11, 41-ე, 42-ე, 45-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ ბავშვის უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული, მოიცავს სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და სუფთა წყლით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფის უფლებასაც.
- საქმე №ას-351-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე და 58-ე მუხლების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი...
- საქმე №ას-793-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
…და დარღვევის უხეშად მიჩნევისათვის საკმარისი საფუძველია რეალური რისკის, საფრთხისშემცველი გარემოს არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივნისის №ას-№ას-591-2020 განჩინება). 18.3. საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 35 (41)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 35; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-1584-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2023
ამასთან, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის პროფესიული შრომისუნარიანობა 65%-ით იყო შემცირებული, აღნიშნული პალატის შეფასებით, საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ყოველთვიური სარჩოს გადახდევინების დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა.
- საქმე №ას-1584-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2023
ამასთან, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის პროფესიული შრომისუნარიანობა 65%-ით იყო შემცირებული, აღნიშნული პალატის შეფასებით, საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ყოველთვიური სარჩოს გადახდევინების დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა.
- საქმე №ას-137-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
აღნიშნული დასკვნა, სააპელაციო პალატის შეფასებით, გამომდინარეობს საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის…
- საქმე №ას-764-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №ას-801-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2021
- საქმე №ბს-925-921(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2018
- საქმე №ას-1289-1209-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2018
- საქმე №ას-118-110-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2017
- საქმე №ას-295-279-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2017
- საქმე №ას-786-753-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2016
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება