1. წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან.
2. სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 45 (16)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 45; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-1061-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2021
…გადაცემული ქონების დაზიანება (საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ამავე კოდექსის 45-ე მუხლით, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან.
- საქმე №ას-183-172-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2017
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, კასატორმა განმარტა, რომ, მართალია, მოპასუხე მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორს წარმოადგენდა, მაგრამ მისთვის კრების ოქმით დაკისრებული მოვალეობები განეკუთვნება საქართველოს შრომის და სამოქალაქო კოდექსებით რეგულირების სფეროს (ანაზღაურებადი სამუშაო, შრომითი დასაქმება).
- საქმე №330210117001988637 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.08.2019
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლზე, პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან.
- საქმე №190210018002387262 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №240210018001500382 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.01.2019
- საქმე №330310017002237512 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2018
- საქმე №330210014648356 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2018
- საქმე №110210019003152890 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №330210019003077460 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.10.2019
- საქმე №330210019002850693 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.06.2019
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება