1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება ერთ ან ერთზე მეტ დამსაქმებელს/ერთ ან ერთზე მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან ერთზე მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის.
2. კოლექტიური ხელშეკრულება:
ა) განსაზღვრავს შრომის პირობებს;
ბ) აწესრიგებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას;
გ) აწესრიგებს ერთი ან ერთზე მეტი დამსაქმებლის/ერთი ან ერთზე მეტი დამსაქმებელთა გაერთიანების და ერთი ან ერთზე მეტი დასაქმებულთა გაერთიანების ურთიერთობას.
3. მხარეები თავად განსაზღვრავენ კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს.
4. ერთ-ერთი მხარის მიერ კოლექტიური ხელშეკრულების დადების შესახებ ინიციატივის წარდგენის შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოონ.
5. მოლაპარაკების პროცესში მხარეები ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას მოლაპარაკებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. მხარეს უფლება აქვს, არ მიაწოდოს მეორე მხარეს კონფიდენციალური ინფორმაცია, ხოლო კონფიდენციალური ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში − მოსთხოვოს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
6. დაუშვებელია კოლექტიური ხელშეკრულების დადების პროცესში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების ჩარევა. მათი ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 41 (6)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 41; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-688-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
…მეორე პუნქტზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7 მუხლებზე, სშკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 6.1 მუხლი), 41-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 31-ე მუხლი), 41-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი), 44-ე მუხლზე…
- საქმე №ბს-289(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
N875/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 32-ე მუხლის,,თ" და,,ი" ქვეპუნქტები, 41-ე მუხლის,,ა",,,ბ",,,მ" და,,ნ" ქვეპუნქტები, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ვ" ქვეპუნქტი და 55-ე მუხლის პირველი პუნქტი.
- საქმე №ას-1109-1044-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2016
…(შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან კასატორი), საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და შპს „ს.ფ.ის“ გაერთიანებულ პროფკომიტეტს შორის გაფორმდა კოლექტიური შეთანხმება [საქართველოს შრომის კოდექსის, შემდგომში სშკ, 41-ე მუხლი ]. 2. კოლექტიური შეთანხმება მოქმედებდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. ამ შეთანხმების ვადის გასვლამდე კომპანიას უფლება არ ჰქონდა ცალმხრივად შეეცვალა შეთანხმების დებულებები.
- საქმე №ას-686-652-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2015
- საქმე №ას-207-197-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.05.2010
- საქმე №010210018002644392 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 18.12.2018
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება