1. კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის, მისი პირობების შეცვლის ან დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით.
2. წარმომადგენლობა დასტურდება შესაბამისი დასაქმებულთა გაერთიანების მიერ განსაზღვრული წესით.
3. დასაქმებულთა გაერთიანების წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.
4. დასაქმებულთა გაერთიანების წარმომადგენელი მოქმედებს მხოლოდ იმ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებმაც მას წარმომადგენლობის უფლება მიანიჭეს.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
საქმე №ას-1598-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2023
ნორმის მე-7 პუნქტი, ასევე, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ,…
საქმე №ას-1105-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
აპელანტმა სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილზე და 56 მუხლის მე-4 ნაწილზე (იხ. წინამდებარე განჩინების 6.9 ქვეპუნქტი) მითითებით განმარტა, რომ აუცილებელია დირექტორის ფიდუციური მოვალეობის დარღვევა ვლინდებოდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გამომჟღავნებულა, ვინაიდან დირექტორის ბრალი არ იკვეთებოდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 42 (42)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 42; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
საქმე №ბს-289(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
N875/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 32-ე მუხლის,,თ" და,,ი" ქვეპუნქტები, 41-ე მუხლის,,ა",,,ბ",,,მ" და,,ნ" ქვეპუნქტები, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ვ" ქვეპუნქტი და 55-ე მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს…
საქმე №ას-1873-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები, ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი, მე-4 და 24-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლები, სშკ-ის, მე-2, მე-6, 32-ე და 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 54-ე, 115-ე 408-ე და 411-ე მუხლები გამოიყენა.
საქმე №ას-1649-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2019
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 115-ე, 54-ე, 408-ე და 411-ე მუხლები, სშკ-ის პირველი, მე-2, 44-ე, 32-ე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“…
საქმე №ას-945-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2019
საქმე №ას-1221-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
საქმე №ას-1263-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 56, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-56/